აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790493729

მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი

მსოფლიო • 1790492316

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.   

ზელენსკი

მსოფლიო • 1790355002

ჰიბრიდული და დრონებით თავდასხმები როგორც მოლდოვის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არჩევანი ესკალაციის გაგრძელებაა.მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნებთან ერთად NATO-ს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგაც აწარმოებს.„ჰიბრიდული და დრონებით განხორციელებული თავდასხმები როგორც მოლდოვის, რომელიც არც NATO-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790328060

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია

ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეს სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, უკრაინამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმება დაარღვია, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჩჟე მიონმა განაცხადა.სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ასეთმა საჯაროდ გამჟღავნებამ, სავარაუდოდ, შეიძლება, მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს.ლი ჩჟე მიონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების რეპატრიაცია უკიდურესად მგრძნობიარე საკითხია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს დიპლომატიაზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე.„არ შეიძლება, იყო ასეთი სასტიკი და უპასუხისმგებლო, როდესაც საქმე ეხება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე და ეროვნული უსაფრთხოებ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი წვრილმანი სარგებლის მიზნით საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ეროვნულ უსაფრთხოებას, მკვლელებს ან მოღალატეებს უწოდებენ. არ ვიცი კონკრეტული გარემოებები, რამაც უკრაინული მხარე აიძულა შეთანხმების დარღვევა და ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ ეს ღრმად სამწუხაროა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1790269461

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქემ პოლონეთში, მონასტერზე თავდასხმის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხი სრულად უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.მისი თქმით, უკრაინის მოქალაქემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.„ჩვენ შოკირებულები ვართ ამ ბოროტებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მღვდელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მას მომხდარის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევის სჯერა.„ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, 24 სექტემბერს უკრაინელი მამაკაცი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი იაროსლავის ბენედიქტელი მონაზვნების სააბატოში მოხდა.

ფოტო: Facebook

ომი უკრაინაში • 1790234365

რუსეთის იერიშს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა

 რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამშობიაროს შენობა.მომხდარს ნიუ-იორკიდან გამოეხმაურაუკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ტოტალური ზეწოლისკენ მოუწოდა.„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ მომენტში განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონპროექტსა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

რეჯეფ თაიფ ერდოღან

მსოფლიო • 1790227559

REUTERS: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის მიერ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმები გაუგებარია და მათი შეჩერებისთვის ზომების მიღებაა საჭირო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ხანგრძლივი მშვიდობით დასრულებისთვის და პირდაპირი მოლაპარაკებების აღსადგენად. მისი თქმით, შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო და მხარეებმა პასუხისმგებლიანად უნდა იმოქმედონ.შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა ზელენსკიმაც. მისი თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საზღვაო საექსპორტო დერეფნის მუშაობის საკითხები განიხილეს.„განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, უპირველესად, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საზღვაო საექსპორტო დერეფნის ფუნქციონირება. ფაქტობრივად, ყველა კონტინენტზე არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებული. ამჟამად მაგიდაზე დევს სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება დერეფნის სრულად აღდგენა. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ჩვენს ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმები, რათა უკრაინამ, თავის მხრივ, შორ მანძილზე განხორციელებული საპასუხო დარტყმები შეაჩეროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790195511

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ვლადიმერ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია“, უნდა შეჩერდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს მას მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის.მისივე თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ უნდა შეჩერდეს, შეეზღუდოს მოქმედებისა და ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა.„რუსეთს ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართაც აქვს პრეტენზიები. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთი პატივს არ სცემს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, სირიაში და აფრიკის ქვეყნებშიც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები.როგორც ჩანს, რაღაც ყოველთვის უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: „საკმარისია. ამას თავი დავანებოთ“. რაღაც ყოველთვის ხელს უშლის აღიაროს, რომ მისთვის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საკუთარი ტერიტორია, საკმარისი უნდა იყოს. პუტინი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება მეტი ადამიანის მოკვლაში, მეტი ტერიტორიის დაკავებასა და სხვა ქვეყანაზე თავდასხმაში, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი, წარმოიდგინოთ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია“. ის, ვისგანაც ომის იდეა სულ უფრო მეტად ვრცელდება, სადაც ეს იდეა ვრცელდება, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და ახალი კრიზისები მოაქვს. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის. სწორედ ამიტომ, „ნულოვანი პაციენტი“ უნდა შეჩერდეს. მას უნდა შეეზღუდოს მოქმედებისა და ამ ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფინანსური რესურსებისა და სამხედრო წარმოების შეზღუდვა აუცილებელია, რათა პუტინმა ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.„სანქციებს, მხარდაჭერის პაკეტებსა და იარაღის ერთობლივ წარმოებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. რუსეთს როდესაც ვინმე ვაჭრობის გზით მეტ ფულს აძლევს, ამით ომს მეტ დროს აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და თავადაც ვცდილობთ რუსეთის შემოსავლების შემცირებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189520

ზელენსკი: წელს რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე თითქმის 250 ათასი ადამიანი დაკარგა

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, მსოფლიოს 21 ქვეყნის მოსახლეობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბოლო რვა თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგული სამხედროების რაოდენობა.„ამხელა დანაკარგის ფასად, რუსეთმა წელს ჩვენი მიწის ათას კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტის მიტაცება მოახერხა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინული მიწების გარეშეც 17 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ფლობს. მათთვის კიდევ ათასი კვადრატული კილომეტრის დასამატებლად, პუტინმა თითო კილომეტრზე 248 ადამიანი „გახარჯა“. ვინმეს კვლავ სჯერა, რომ იგი საღად მოაზროვნე და ზომიერია?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას რუსული მხარის თითოეული დანაკარგის ვიდეოდასტური გააჩნია.„ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა - საუბარია ადამიანებზე. ჩვენ გვაქვს უპილოტო საფრენი აპარატების ვიდეოჩანაწერების არქივი, სადაც ასახულია, თუ როგორ იღუპება ათასობით რუსი განადგურების ზონებში. ეს სიგიჟეა. თუმცა ისინი მაინც მიდიან სიკვდილზე, რადგან სწორედ ეს სურს პუტინს“, - დასძინა ზელენსკიმ.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189460

ზელენსკის თქმით, „ნულოვანი პაციენტი“ პუტინი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს „ნულოვანი პაციენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება აქვს მას, „მით უფრო საშიში ხდება სამყარო ყველა დანარჩენისთვის“.გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის ლიდერის შესახებ საუბრისას, ზელენსკიმ დასვა შეკითხვა: „შეგიძლიათ საერთოდ მისი წარმოდგენა ომის გარეშე? ის არის ნულოვანი პაციენტი - ის, ვისგანაც ომის ეს იდეა შემდგომ გავრცელებას განაგრძობს. სადაც არ უნდა გავრცელდეს ის, მოაქვს მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი რისკები და, რა თქმა უნდა, ახალი კრიზისები“.„რუსეთის ისტორიაში პირველად, ახლა გვესმის, რომ მის სიამაყეს - მის ნავთობინდუსტრიას - სული ძვრება“, - განაცხადა ზელენსკიმ. - „ჩვენი სამიზნე რუსეთის შესაძლებლობაა, დააფინანსოს ეს ომი, გააჭიანუროს იგი, გახადოს უფრო სასტიკი და უფრო დამანგრეველი. რუსეთის ფინანსები და რუსეთის წარმოება სწორედ ის არის, რაც უნდა გაჩერდეს, თუკი გვსურს პუტინის შეჩერება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკი

მსოფლიო • 1790189340

ზელენსკი: უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის

უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზელენსკის თქმით, შესაძლოა ჩანდეს, რომ უკრაინა მხოლოდ ომზეა ფოკუსირებული, რადგან იგი მუდმივად იმეორებს მოწოდებებს იარაღის მოწოდების, თავდაცვისა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი კიევს არ აურჩევია.„ჩვენ ავირჩიეთ არ მოვკვდეთ, არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრამდე უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანა იყო და ახლა უბრალოდ საკუთარ თავს იცავს.უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ვლადიმირ პუტინის მსგავსი აზროვნება არ ახასიათებს.„თქვენს უმრავლესობას არ აქვს ბირთვული იარაღი. თქვენ არ გაქვთ მეზობლებზე თავდასხმის ჩვევა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ბევრად დიდ მტერთან პირისპირაც კი, შესაძლებელია ფეხზე დგომა და გადარჩენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კი

მსოფლიო • 1790187720

„მხოლოდ ერთ ადამიანს სურს ომი უკრაინაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის „დამამცირებელ მარცხზე“ საუბრობს

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან და ამ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ ერთ ადამიანს სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლა დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის ციტირებით დაიწყო, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთმა საკუთარ ნავთობინდუსტრიაზე „კონტროლი დაკარგა“.„ძნელი წარმოსადგენია უფრო დამამცირებელი მარცხი ქვეყნისთვის, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი ადგილი უკავია და ასე ამაყობს ნავთობის ექსპორტით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში უსასრულო ომი უნდა დასრულდეს, სრულიად მართებულია.„არ ვიცნობ მსოფლიოს არცერთ ლიდერს, რომელიც საპირისპიროს იტყოდა. არ ვიცნობ არავის, ვინც ღიად უჭერს მხარს ამ ომს - გარდა ერთი ადამიანისა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

✕