ვერა ბრეჟნევა

ტაბლოიდი 1729581540

VIDEO: ვერა ბრეჟნევა საქართველოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ცნობილი უკრაინელი მომღერალი და მსახიობი ვერა ბრეჟნევა, ცოტა ხნის წინ, საქართველოს სტუმრობდა. თბილისსა და მცხეთაში გადაღებული კადრები მან ახლახან ტიკტოკზე განათავსა, რამაც დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. მომღერალი დაესწრო საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს, იმყოფებოდა ერთ-ერთ ღონისძიებაზეც, სადაც ეკა მამალაძემ და ლეგენდარულმა ნანი ბრეგვაძემ იმღერეს.ნახეთ კადრები ↓ @ververab Georgia 🇬🇪 #verabrezhneva #vera #верабрежнева #georgia ♬ оригінальний звук - Vera Brezhneva ცნობილი ფაქტია, რომ ვერა საქართველოზე და ქართველებზე დიდი ხანია, რაც შეყვარებულია.2015 წელს ის და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე რამდენიმეწლიანი ფარული რომანის შემდეგ იტალიაში დაინიშნნენ, თუმცა, 2022 წელს წყვილი დაშორდა. უცნობია, რატომ დაშორდა რუსული ესტრადის ორი გავლენიანი წარმომადგენელი ერთმანეთს, თუმცა, ჭორი გავარდა, რომ ამის მიზეზი ღალატი, ან პოლიტიკა იყო. ჭორებს პროდიუსერის ძმა, ვალერი მელაძე გამოეხმაურა: „ასეთი სისულელე თავში როგორ მოგდით? ჩემი ძმა აბსოლუტურად აპოლიტიკურია”, - განაცხადა მან.ჭორებს ვერა ბრეჟნევაც გამოეხმაურა: „ინტერნეტში ბევრი სპეკულაციური თემა ვრცელდება იმის თაობაზე, თუ რატომ დავშორდით მე და კონსტანტინე, მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთება არცერთს არ გვსურს.“ამჟამად, ბრეჟნევა ევროპაში ცხოვრობს.

ანანო სახელა

საზოგადოება 1712826494

„არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე“ - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს

მომღერალმა, ვალერი მელაძემ, საქართველოში კონცერტი გამართა, სადაც ქართველი ინფლუენსერები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანიც იმყოფებოდნენ.როგორც კადრებიდან ჩანს, მომღერალმა, ბლოგერი, ანანო სახელაშვილი სცენაზე აიყვანა, რასაც საზოგადოების  მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამ ფაქტს, ანანო სახელაშვილი ამბებთან პასუხობს.„ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ვა­ლე­რი მე­ლა­ძე წა­მო­ვი­და რუ­სე­თი­დან და ცხოვ­რობს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს და პირ­ვე­ლი აპ­რო­ტეს­ტებ­და ომს. მეც იგი­ვე პო­ზი­ცია მაქვს, მე ვარ ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი და მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა. რუ­სუ­ლი თუ ვიცი, ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლი. არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე არც მე და არც ვა­ლე­რი არ ვართ. 2008 წლის ომის შემ­დეგ მე და ჩემი ოჯა­ხი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით და ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა. რო­გორ­ღაც გა­ვუმკლავ­დით პრობ­ლე­მებს, ოღონდ სამ­შობ­ლო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით“,- ამბობს ანანო. ნახეთ, კადრები: 

მელაძე

ტაბლოიდი 1712566595

VIDEO: ვალერი მელაძის კონცერტი საქართველოში - მომღერალმა ბლოგერი ანანო სახელაშვილი სცენაზე აიყვანა

მომღერალმა, ვალერი მელაძემ, საქართველოში კონცერტი გამართა, სადაც ქართველი ინფლუენსერები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანიც იმყოფებოდნენ. როგორც კადრებიდან ჩანს, მომღერალმა, ბლოგერი, ანანო სახელაშვილი სცენაზე აიყვანა. კადრები, instagram სთორის მეშვეობით ვრცელდება. ნახეთ, კადრები:

ვალერი მელაძე

საზოგადოება 1712333217

საქართველოში ვალერი მელაძის გრანდიოზული კონცერტი დაანონსდა

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველ მომღერალი, ვალერი მელაძე საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია „მარანის“ ინსტაგრამ გვერდზეა გამოქვეყნებული.აფიშაში ვკითხულობთ, რომ გრანდიოზული კონცერტი 7 აპრილს მცხეთაში ჩატარდება.

ვალერი მელაძე

საზოგადოება 1705780371

ტრაგედია ვალერი მელაძის ოჯახში - რას წერს რუსული მედია

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველ მომღერალს, ვალერი მელაძეს მამა გარდაეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, მელაძემ ასტანასა და ალმათიში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და თებერვლის თვეში გადადო.ვალერი და კონსტანტინე მელაძეების მამის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ შოთა მელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა და ის 20 იანვრამდე რეანიმაციაში იმყოფებოდა.ასევე ნახეთ:როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოებიVIDEO: „მოვინათლეთ, ოღონდ საოცრება უნდა ვთქვა...“ - ლენუკა ყიფშიძეVIDEO: „მე, როცა გაბრაზებული ვარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი

ვალერი მელაძე

ტაბლოიდი 1704458129

„ვალერი მელაძის ყველა კონცერტი გაუქმდა... შოთა უგონო მდგომარეობაშია...“ - რას წერს ქსენია სობჩაკი

მომღერალ ვალერი მელაძის ყველა მომავალი კონცერტი, მამამისის, შოთა მელაძის მძიმე ავადმყოფობის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა ისაუბრა.„მელაძის ყველა მომავალი კონცერტი გაუქმებულია, მამის მძიმე მდგომარეობის გამო“მისივე თქმით, შოთა მელაძე მოსკოვის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.მიზეზი კორონავირუსის მძიმე ფორმა გახდა. ვალერი მელაძე მაშინვე გაფრინდა ტურიდან, რათა მამასთან ახლოს ყოფილიყო, დაწერა სობჩაკმა.ასევე ნახეთ:გარდაცვლილი მომღერლის, ნიკა გაგნიᲫის შვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება - „ყოველი დღე გადამწყვეტია“„უბრძოლველად რატომ წახვედი... ნეტა, ეს დღე არ ყოფილიყო...“ - ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდათბილისის ამ ქუჩებს წყალი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის გრაფიკი

ინგა მელაძე და ვალერი მელაძე

ტაბლოიდი 1697385715

პატარძლის სადა კაბა და ქორწილის სხვა კულუარები - რა არის ცნობილი ვალერი მელაძის ქალიშვილის რჩეულზე

ვალერი მელაძის შვილი გათხოვდა. ინგა მელაძის რჩეული ფოტოგრაფი ნიკიტა ბერეჟნია.წყვილმა საქორწინო ცერემონია საქართველოში გადაიხადა. რუსული მედია ქორწილის კულუარებზე წერს.ვალერი მელაძის ქალიშვილი პირველად 2017 წელს დაქორწინდა. ინგას პირველი ქმარი იყო ჟურნალისტი მაროკოდან, ნორი ვერგეზე. ინგამ და ნორიმ ერთმანეთი ინგლისურ სკოლაში ერთად სწავლის დროს გაიცნეს, შემდეგ კი ოქსფორდში სწავლისას უფრო დაახლოვდნენ. მათი ქორწინება ორი წელი გაგრძელდა: 2019 წლის ზაფხულში წყვილი დაშორდა. 2021 წელს ინგამ ფოტოგრაფ ნიკიტა ბერეჟნისთან შეხვედრა დაიწყო - ახლა კი მასზე დაქორწინდა. საქორწილო ცერემონია საქართველოში გაიმართა. სიძის შესახებ რუსულ პრესაში მხოლოდ მწირი ინფორმაცია იძებნება. პატარძალმა უჩვეულო საქორწინო კაბა აირჩია. მას ეცვა თეთრი კაბა წელზე კონტრასტული შავი ჭრილებით. ინგამ მსუბუქი ვარცხნილობა  გაიკეთა, პატარძალს მაკიაჟიც მსუბუქი და ბუნებრივი ჰქონდა.ინგას რჩეულს ტრადიციული მუქი კოსტიუმი ეცვა თეთრი პერანგით. ახალდაქორწინებულებს ერთი ნაბიჯითაც არ დაუტოვებიათ ერთმანეთს. წვეულებაზე სტუმრები ვალერი მელაძემ გაართო: მომღერალმა შეასრულა მისი მთავარი ჰიტები, მათ შორის სიმღერა "Samba of the White Moth" და "Girls from High Society".ქორწილში არ იყო მიწვეული მომღერლის ამჟამინდელი მეუღლე ალბინა ჯანაბაევა, მხატვრის ყოფილი მეუღლე უკიდურესად მტრულად არის განწყობილი ალბინას მიმართ.ასევე ნახეთ:ხელის თხოვნა მცხეთაში გამართულ ანრი ჯოხაძის კონცერტზე -  ემოციური კადრებიVIDEO: როგორ გამოიყურება ლელა წურწუმიას გაწყობილი სუფრა - კადრებს მამულიჩა აქვეყნებს„სულ მეკითხებიან, სად არის ივას მეუღლე, რატომ არასდროს ჩანსო...“ - ნინო ნადირაძე დედამთილის ფოტოს აქვეყნებს

მელაძე

მსოფლიო 1697366502

VIDEO: ვალერი მელაძის შვილმა საქართველოში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა 

ვალერი მელაძის შვილი გათხოვდა.ინგა მელაძის რჩეული ფოტოგრაფი ნიკიტა ბერეჟნია.წყვილმა საქორწინო ცერემონია საქართველოში გადაიხადა.წვეულებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა. შვილის ბედნიერება გაიზიარა მამამ, ვალერი მელაძემ, რომელმაც სტუმრებისთვის იმღერა.ცნობისთვის, ინგა მელაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა.

ვალერი მელაძე

საზოგადოება 1693081268

VIDEO: ვალერი მელაძემ ბათუმში კონცერტი გამართა - მომღერალმა მსმენელს რუსულად მიმართა

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალი, ვალერი მელაძე საქართველოში იმყოფება. გუშინ, 25 აგვისტოს მან ბათუმში კონცერტი გამართა, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. მომღერალმა მათ რუსული და რამდენიმე ქართული სიმღერა შესთავაზა.კონცერტამდე, მელაძემ მსმენელს რუსულ ენაზე მიმართა.ვრცლად ⇓

meladze

ტაბლოიდი 1691053668

20 წლიანი ურთიერთობის დასასრული - ვალერი მელაძე ცოლს შორდება

რუსი მომღერალი ვალერი მელაძე ცოლს ალბინა ჯანაბაევას 9 წლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ შორდება. ამის შესახებ პროდიუსერმა ლეონიდ დიუნიკმა რუ­სუ­ლი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, მომღერალს დიდი ხანია სურდა ოჯახის დატოვება, მაგრამ ჯაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი ფიქრობდა, რომ განქორწინება მისთვის ფინანსურად მტკივენული საკითხი იქნება.დიუნიკი ამბობს, რომ ჯაბაევა მთლიანად მელაძეზეა დამოკიდებული.ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ურთიერთობა 20 წელს ითვლის. წყვილს 2004 წელს პირველი შვილი შეეძინათ, 10 წლის შემდეგ კი მეორე, რის შემდეგაც ოფიციალურად დაქორწინდნენ. ასევე დაგაინტერესებთ:„გამოძიებული მაქვს ყველაფერი, მკვლელიც ვიცი ვინ არის...“ - ავიალაინერში გარდაცვლილი 23 წლის ბიჭის მამა„მიტოვებულ ფერმაში, გოგოს თითები დააჭრა...“ - ქართველი სერიული მკვლელის საქმე "პოლიციის ფაილებიდან"ქართველი სერიული მკვლელები, რომელთაგან ორი ქალია - სკანდალური საქმეების დეტალები

მელაძე

საზოგადოება 1681146306

ვალერი მელაძის ოჯახური იდილია - ნახეთ როგორ ულოცავს ცოლს დაბადების დღეს

მომღერალი, ვალერი მელაძე ცოლს ალბინა ჯანაბაევას 44-ე დაბადების დღეს ულოცავს: „დილა მშვიდობისა, საყვარელო ალბინა! გილოცავ დაბადების დღეს!"როგორც ცნობილია, ვალერი წლებია, პირველ ცოლს გაშორდა და ალბინა ჯანაბაევაზე იქორწინა.მომღერალი რა ხანია, მრავალშვილიანი მამაა - პირველ ცოლთან სამი გოგონა ჰყავს, ალბინასთან - ორი ვაჟი და ქალიშვილი. 

ვალერი მელაძე

ომი უკრაინაში 1680873840

ვალერი მელაძე მოსკოვის პროკურატურის სამიზნე გახდა - უწყება ეჭვობს, რომ მომღერალი უკრაინის არმიას აფინანსებდა

მოსკოვის პროკურატურა შეამოწმებს, ხომ არ აფინანსებდა ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. შესაბამისი დავალება მოსკოვის პროკურატურას რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მისცა. შემოწმებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელის ვიტალი ბოროდინის განცხადება, რომ მელაძე არაერთხელ გამოსულა ე.ს. სპეციალური ოპერაციის კრიტიკით და დუბაიში ერთ-ერთ კონცერტზე უკრაინელი ნაციონალისტების ლოზუნგი გაიმეორა. მანამდე ბოროდინმა პროკურატურაში იუმორისტ სემიონ სლეპაკოვსა და მომღერალ დიანა არბენინაზეც დააბეზღა.მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში ვალერი მელაძის ბევრი კონცერტი გაუქმდა. მათ შორის დაგეგმილი იყო კონცერტები მოსკოვში, დონის როსტოვში, ნოვოსიბირსკში და სხვა ქალაქებში. მელაძე არაოფიციალურ აკრძალულ არტისტთა სიაში მოხვდა. ასევე ის ბელარუსის აკრძალული არტისტების სიაშიც შეიყვანეს.