+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
მოსკოვის პროკურატურა შეამოწმებს, ხომ არ აფინანსებდა ცნობილი მომღერალი ვალერი მელაძე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
შესაბამისი დავალება მოსკოვის პროკურატურას რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მისცა.
შემოწმებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელის ვიტალი ბოროდინის განცხადება, რომ მელაძე არაერთხელ გამოსულა ე.ს. სპეციალური ოპერაციის კრიტიკით და დუბაიში ერთ-ერთ კონცერტზე უკრაინელი ნაციონალისტების ლოზუნგი გაიმეორა. მანამდე ბოროდინმა პროკურატურაში იუმორისტ სემიონ სლეპაკოვსა და მომღერალ დიანა არბენინაზეც დააბეზღა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთში ვალერი მელაძის ბევრი კონცერტი გაუქმდა. მათ შორის დაგეგმილი იყო კონცერტები მოსკოვში, დონის როსტოვში, ნოვოსიბირსკში და სხვა ქალაქებში. მელაძე არაოფიციალურ აკრძალულ არტისტთა სიაში მოხვდა. ასევე ის ბელარუსის აკრძალული არტისტების სიაშიც შეიყვანეს.