1728156496
„არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე“ - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს
მომღერალმა, ვალერი მელაძემ, საქართველოში კონცერტი გამართა, სადაც ქართველი ინფლუენსერები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანიც იმყოფებოდნენ.
როგორც კადრებიდან ჩანს, მომღერალმა, ბლოგერი, ანანო სახელაშვილი სცენაზე აიყვანა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ამ ფაქტს, ანანო სახელაშვილი ამბებთან პასუხობს.
„ომის დაწყებისთანავე ვალერი მელაძე წამოვიდა რუსეთიდან და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მეუღლე უკრაინელი ჰყავს და პირველი აპროტესტებდა ომს. მეც იგივე პოზიცია მაქვს, მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. რუსული თუ ვიცი, ეს არ არის დანაშაული. არაფერი დამიშავებია, ქვეყნის მოღალატე არც მე და არც ვალერი არ ვართ. 2008 წლის ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდით და ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. როგორღაც გავუმკლავდით პრობლემებს, ოღონდ სამშობლოში ვყოფილიყავით“,- ამბობს ანანო.
ნახეთ, კადრები: