ზელენსკი

მსოფლიო • 1792698180

ზელენსკი: გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების სამ ვარიანტს განიხილავს.„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიების ერთიან სისტემაზე. არსებობს ნატო, რომლის იმედიც ყველას აქვს. თუმცა განიხილება როგორც ნატო, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი გარანტიები, ამ საკითხზე ამჟამად ამერიკელებთან ვსაუბრობთ. აქ მეხუთე შესწორებაც იგულისხმება. ასევე არსებობს მსურველთა კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატების მონაწილეობაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ეფუძნებოდეს უკრაინის ძლიერ არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვის ძალების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემადგენლობაზე, რისთვისაც „მნიშვნელოვანი დაფინანსება“ იქნება საჭირო.„ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ამის შესახებ იციან. ყველაფერი უკვე გათვლილი გვაქვს როგორც დაფინანსების, ისე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების საჭირო რაოდენობის თვალსაზრისით, რათა ჩვენმა სახელმწიფომ თავი მშვიდად იგრძნოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი NATO-ში გაწევრიანებაცაა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, მომგებიანი იყოს როგორც ალიანსისთვის, ისე რუსეთისთვის.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი არმია NATO-სთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო არის მნიშვნელოვანი უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე ჯერჯერობით დეტალურად არ ვსაუბრობთ, თუმცა პარტნიორებთან განვიხილავთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება თავად რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენსკის თქმით, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან საუბარს ელოდება.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792606904

THE ATLANTIC: ᲢᲠᲐᲛᲞᲡ ᲡᲣᲠᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲐᲘᲐᲛᲘᲨᲘ, „ᲓᲘᲓᲘ ᲝᲪᲔᲣᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲘᲢᲖᲔ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲝᲜ

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

პიტ ჰეგსეთი

მსოფლიო • 1792567296

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, პენტაგონს უკრაინისთვის Starshield-ის სატელიტური ქსელის მომსახურების შეზღუდვის შესახებ ბრძანება არ გაუცია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.მისი თქმით, პენტაგანს არ გაუცია ბრძანება სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების შეზღუდვის შესახებ და ცდილობს უზრუნველყოს, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს "პატრიოტის" ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვის საკმარისი ჩამჭრელი რაკეტები ჰქონდეთ."პრესაში ბევრი რამ ითქვა ომის დეპარტამენტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც, პენტაგონი მოკავშირე ქვეყნებიდან უკრაინისთვის განკუთვნილი "პატრიოტის" ჩამჭრელი რაკეტების მიწოდებას აყოვნებდა."უკრაინის მიმართ ჩვენი პოლიტიკა არანაირად არ შეგვიცვლია, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი საშუალებების შემთხვევაში, როგორიცაა რაკეტების ჩამჭრელი სისტემები, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს ის საკმარისად აქვთ", - განაცხადა მან.ჰეგსეთმა დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმირებული იყო.კითხვაზე, ვრცელდებოდა თუ არა მისი განცხადება, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ უცვლელი პოლიტიკის შესახებ Starshield-ის სატელიტური ქსელის მომსახურებაზეც, ჰეგსეთმა უპასუხა, რომ ვაშინგტონს მხარდაჭერა არ შეუწყვეტია."ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სწორედ Starlink-ს აქვს. თუმცა, ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, არაფერი შეცვლილა. ჩვენ არანაირი დირექტივა ან მსგავსი მითითება არ გაგვიცია", - განაცხადა მან.მედიის ინფორმაციით, ჰეგსეთის განცხადებები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომლებშიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხის მართვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული სატელიტური საკომუნიკაციო მომსახურების მდგომარეობას.

კაია კალასი

პოლიტიკა • 1792560339

კაია კალასის განცხადებით, აშშ უკრაინას პუტინის პირობებით დანებებისკენ უბიძგებს

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც Euronews-ი წერს, კალასი ვაშინგტონს კიევზე ზეწოლაში ადანაშაულებს - მისი შეფასებით, შტატებს სურს, უკრაინა დათანხმდეს პირობებს, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვისაა ხელსაყრელი."ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას იძულებით კაპიტულაციისკენ უბიძგონ - უფრო ზუსტად, ეს წელიწად-ნახევარია გრძელდება. უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერს", - განუცხადა მან ევროპარლამენტის წევრებს.კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია, რათა დაბალანსდეს თეთრი სახლის მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეამსუბუქა ისე, რომ, სანაცვლოდ, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წასულა.ტრამპმა უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება აკრძალულია. მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მას უღალატა."ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ", - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს ბოლო ინტერვიუში.კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ევროპას სამშვიდობო სტრატეგია არ გააჩნია."ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალასმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს წარუდგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ევროპა მოსკოვისგან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა ელოდოს."თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და წინადადებებს აყენებს, ჩვენც მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები უნდა დავდოთ, რათა მოლაპარაკებებში ბალანსი შევინარჩუნოთ. ამასთანავე, რუსეთს მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ: ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აინტერესებს - მათ შორის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით - ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, რადგან ეს გადაწყვეტილებები ევროპამ უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე უბრალოდ დავთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ ისიც, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი და სამართლიანი იყოს", - განაცხადა კალასმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1792523884

ომს არ ვაგებთ, თუმცა ადამიანებს ვკარგავთ, იმედი მაქვს, პარტნიორები დაგვეხმარებიან, ამერიკული მხარის მადლიერი ვართ, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ახლა მუშაობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია აშშ-ის მიმართ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობის აღდგენისთვის.„მადლიერი ვართ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ახლა მუშაობს. ადრეული გაფრთხილება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბავშვებისთვის, უფროსებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, როდის გვიახლოვდება ბალისტიკური რაკეტები. ამიტომ მადლიერი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ეს სისტემა მუშაობს და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს, თუმცა ადამიანებს კარგავს.„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს. რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ, თუმცა ადამიანებს ვკარგავთ. რუსეთის თავდასხმების გამო ვკარგავთ ადამიანებს და დროს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენს შვილებს ნამდვილი ცხოვრება და ბავშვობა არ აქვთ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელები დაგვეხმარებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792523419

სტივ უიტკოფი 21 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება და რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება - ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ, 21 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება. ამის შესახებ სტორემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათთან განიხილავს ამ შეხვედრასა და იმ წინადადებებს, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ. შესაძლოა, ამან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საფუძველი შექმნას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.სტორეს თქმით, ნორვეგიაში გამართული მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს „უკრაინის უსაფრთხოებასთან, ომის შემდგომი კეთილდღეობის გეგმასთან, ტერიტორიებთან, სანქციებთან და ომის დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებული საკითხები“.ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც ნორვეგიის ოფიციალურ პირებს შეხვდა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან და ევროპელ პარტნიორებთან ომის დასრულების გზებზე გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.

სტივ უიტკოფი და ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1792506997

ოსლოში სტივ უიტკოფისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობენ.დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ როგორც მასპინძელი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ასევე ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. სწორედ მათ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მხარესთან შეხვედრის ორგანიზება.ამასთან, ​ზელენსკი გეგმავს, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან საუბარს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედება რუსეთთან მოლაპარაკებებს.ამერიკული მედიის ცნობით, ოსლოდან სტივ უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება.

ზელენსკი

მსოფლიო • 1792502460

ზელენსკი: აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს, ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა

აშშ იარაღსა და დაზვერვაზე რეალურ შეზღუდვებს აწესებს. ისინი გვთხოვენ, შევჩერდეთ, ეს უსამართლობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.ზელენსკის თქმით, მან პრეზიდენტ ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვა სჭირდება, რისთვისაც კიევისთვის გამანადგურებელბის დროულად მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ შტატებმა უკრაინას გამანადგურებლები არ გადასცა, დახმარების ნაცვლად კიევს დაზვერვის მონაცემებზე შეზღუდვა დაუწესა და Starlink-ის სიჩქარე შეუმცირა.„მე მას როგორც პარტნიორს მივმართე: რუსები თუ დაგვესხმებიან თავს და ჩვენ ვერ შევძლებთ პასუხის გაცემას, ეს უსამართლობაა. მე ვუთხარი: პუტინის შეჩერება თუ არ შეგიძლიათ, ყოველ შემთხვევაში, მოგვეცით გამანადგურებლები ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ მაინც განვიცდით დანაკარგებს, მაგრამ ეს პარტნიორის საქციელი იქნებოდა. ამის ნაცვლად, მათ რაკეტები არ მოგვცეს: მათ უბრალოდ გვთხოვეს გაჩერება. შემდეგ დააწესეს დაზვერვის შეზღუდვები და Starlink-ის სიჩქარის შემცირება. ეს აღარ არის მარტივი საფრთხეები. ეს ჩვენ მიმართ უსამართლობაა. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის და ტრამპის გუნდის მიმართ, რომლებსაც ომის დასრულება სურთ. ჩვენ ვხვდებით და ვსაუბრობთ, მაგრამ პარტნიორებს შორის გულწრფელობა უნდა იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, კიევისთვის აშშ-უკრაინის ურთიერთობები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამერიკელი ხალხი უკრაინელებს ყოველთვის უჭერდნენ მხარს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპული პროგრამებით მიღებული დაფინანსებით აშშ-სთან შეიარაღებას ყიდულობს.„შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ოკუპაციის დაწყებიდან და განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი ომის დროს. ამერიკელმა ხალხმა, ადმინისტრაციებმა და ორივე პარტიამ მხარი დაგვიჭირა: ამისთვის მადლიერი ვარ. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა პატიოსნებაზე, სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. არ მინდა ამერიკის პრეზიდენტისგან არაფრის დამალვა. შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები და ინტერესები გვქონდეს, მაგრამ ჩვენს ხალხებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ამერიკასა და რუსეთს. თანამშრომლობა არსებობს: ჩვენ ამერიკულ იარაღს ევროპის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ვიღებთ. დღეს ჩვენ ვიხდით ამ იარაღის საფასურს. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები“, – განაცხადა მან.რაც შეეხება დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანამდებობის შენარჩუნების მცდელობა არავის აქვს და ომის პირობებში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.„არავინ ცდილობს თავისი ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფო კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. სამხედროები ფრონტზე დგანან; დანარჩენებმა უნდა იმუშაონ და გადასახადები გადაიხადონ, თუ არ გვინდა დანებება და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამერიკელებს, რომლებიც პრეზიდენტის შეცვლას მოითხოვენ, მე ვეუბნები: მიეცით უკრაინელებს საშუალება, თავად მოაგვარონ საკუთარი არჩევნები და გააკეთონ საკუთარი არჩევანი, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა მან.რაც შეეხება ცნობებს დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სავარაუდო შეხვედრის შესახებ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი თანდათან გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან, რაც სამწუხაროა.„საკითხი მხოლოდ ის არ არის, შეხვდებიან თუ არა ისინი ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე. სამწუხაროდ, პუტინის თანდათანობითი გამოსვლა იზოლაციიდან უკვე დაწყებულია. ეს პირველი ნაბიჯი არ იქნება. თუმცა, უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ იქნება, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან კონსულტაციები გამართონ. დანარჩენზე კომენტარს ვერ გავაკეთებ: არ ვიცი, რას განიხილავენ ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792491745

დიმიტრი სამხარაძე: ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა

ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“, - წერს „ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ოპოზიცია უცხოური ინტერესების გატარებასა და ქვეყნის დაზიანებას ემსახურება, რაც საქართველოს ომში ჩათრევისა და სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობებში გამოიხატება. სამხარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია უცხოელების მითითებებით მოქმედებას არც მალავს და საზოგადოების მიუღებლობის მიუხედავად, ძალაუფლების თავს მოხვევას ისევ ხალხის საზიანოდ ცდილობს, თუმცა ამის შანსი ნულის ტოლია.“მომსწრენი ვართ აგენტურული ლუსტრაციის მაგალითისა!ოპოზიცია საკუთარ ხალხთან ვერ მიდის საშველად და ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ეჩოქება, გვიშველეთო. ასეთი აშკარად დაფიქსირებული მონური ქცევით მანდვე მთავრდება ამათი შენიღბული, ვითომ ქართველი ხალხისადმი პატივისცემა და „ქართველობა“. არ ვიცი, როგორ უნდა შევაფასო ამათი მავნებლური ქცევების მთელი კასკადი! გადამთიელების ინტერესების გატარება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ომში ჩათრევით დაწყებული, აკაცუკური გადატრიალებების მცდელობებით დამთავრებული, უტევდნენ! სახელმწიფოს ჩამოშლას, გარყვნის დაკანონებას ემსახურებოდნენ!არც კი მალავთ! ადასტურებთ თქვენი ამაზრზენი მონური ქცევით იმას, რომ ხალხისთვის თქვენსადმი მიუღებლობის მიუხედავად, შესაძლებელია, უცხოელების მიერ ნაბრძანები ხრიკებით კიდევ რამენაირად თავს მოახვიოთ საკუთარი თავი, ისევ ხალხის საზიანოდ გამოიყენოთ და იმ ზიზღით, რომელიც თქვენ ქართველების მიმართ გაქვთ, ისიამოვნოთ, ბოროტებით მიღწეულებმა! შანსი 0%.სამარცხვინოები ხართ, მანქურთები.”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

✕