დათი

პოლიტიკა 1730146628

“შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა, 3 წლის წინ მოხდა” - დათი ქოქრაშვილის ამბავი

დათი ქოქრაშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მთელმა საქართველომ გაიგო. დათი ავტოსაგზაო შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ერთი კიდური დაკარგა და ახლა ეტლით გადაადგილდება. დათი დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აშშ-შია და იქ მკურნალობს. მისი ოჯახისა და ამ რთული პერიოდის შესახებ კი მისმა დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა ქალები საქართველოდან/Women of Georgia-სთან ისაუბრა. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:დათი ქოქრაშვილის ამბავი ქრისტინე მამუკაშვილი, 39 წლის, ნიუ-ჯერსი, ამერიკა „შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა, 3 წლის წინ მოხდა. მაშინ დათი 8 წლის იყო და როგორც ყოველთვის, იმ დილითაც სახლის წინ სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით და დათის ბებია აცილებდა – ფანჯრიდან უყურებდა მანამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ბავშვი ტრანსპორტში ჩაჯდა. ადგილი, სადაც დათი იდგა ხოლმე ტრანსპორტის მოლოდინში, უსაფრთხო იყო: წინ ავტობუსის ზოლია და ტროტუარისგან რკინის ჯებირები ყოფს. იმ დილითაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა. მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა. ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა.საქართველოში დაბრუნებულებს დათი იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ და წარმოგვედგინა. იაშვილის კლინიკაში მას პირველადი დახმარება და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ექიმებს აღარ ჰყოფნიდათ არც კომპეტენცია და არც ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ამიტომ, ამ ამბიდან ერთ კვირაში დათი ისრაელის კლინიკაში გადავიყვანეთ."დამნაშავე"ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები დათის სიცოცხლის გადარჩენით, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებისგან ვიგებდით. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელზეც ზოგი ამბობდა, არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაშიო, ზოგი კი – მომხმარებელი იყო, მაგრამ იმ დილით ფხიზელი იყოო. საბოლოოდ, მას ამ დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.სამწუხაროდ, მისი ოჯახის მხრიდან ჩვენთან არავინ მოსულა: არც თანაგრძნობის გამოსახატავად, არც ბოდიშის მოსახდელად, არც დახმარების გაწევის სურვილის გამოსათქმელად. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს დიდი გამბედაობა და სულგრძელობა სჭირდება, რაც იმ მომენტში არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა."მკურნალობის ხანგრძლივი გზა"დათის ისრაელში გადასაყვანი პირველი ხარჯები მამაჩემმა გაიღო. რადგან ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საჭირო გახდა მისი სპეციალურად აღჭურვილი კერძო თვითმფრინავით გადაფრენა. ისრაელში დათის 26 ოპერაცია ჩაუტარდა. ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ ხალხის მხარდაჭერის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენგან დამოუკიდებლად იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები, იწერებოდა გადაცემები, იმართებოდა ფეისბუქ ჯგუფები. სრულიად უცხო ადამიანები ჩემს ანგარიშზე დათის მკურნალობის თანხებს რიცხავდნენ, უთბილეს გამამხნევებელ სიტყვებს მწერდნენ და იმედებს მაძლევდნენ. ალბათ, ღმერთის რწმენა და ამ ადამიანების მხარდაჭერამ გამაძლებინა, გამაძლიერა და აქამდე იმედით მომიყვანა.არასდროს დამავიწყდება ერთი ასეთი ეპიზოდი: ისრაელში ახალი ჩასული ვიყავით. დათი კომაში იყო. აღდგომას მე და ჩემი მეუღლე მაცხოვრის ტაძარში შევხვდით. იმ პერიოდში საქართველოდან მომლოცველები იყვნენ ჩამოსული, ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი. დაგვინახეს თუ არა, სათითაოდ მოდიოდნენ, გულში გვიხუტებდნენ, დათის სამკურნალო ფულს გვიდებდნენ ჯიბეში და იმედებით გვავსებდნენ. არასდროს დამავიწყდება ამხელა სოლიდარობის აქტი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში.ადამიანების მხარდაჭერით, დათის ისრაელში და გერმანიაში მკურნალობის ხარჯები გადავიხადეთ. ეს პროცედურები ჯამში 500,000 დოლარი დაჯდა.ამჯერად დათი ამერიკაში გვყავს, რადგან მას მუცლის ღრუს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და ასეთი რთული ოპერაციები მხოლოდ აქ, ისიც რამდენიმე ქირურგის მიერ ტარდება. თუმცა ოპერაცია იმ შედეგით არ დასრულდა, რასაც ველოდით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ და ახლა ჭრილობების შეხორცებას ველოდებით, რომ დავბრუნდეთ საქართველოში.განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წვლილი. თავიდანვე გვერდში გვედგნენ და ახლაც საქველმოქმედო ღონისძიებები ეწყობა, რომ დათის ამერიკაში ოპერაციის თანხების დაფარვაში დაგვეხმარონ."ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მკურნალობაზე?"რადგან ამერიკაში ვცხოვრობთ, კარგად ვიცნობ აქაურ სისტემებს და აქაური მაგალითით შემიძლია გითხრათ, როგორ უნდა იმართებოდეს პროცესი ქვეყანაში. აუცილებელია, რომ ყველა მძღოლს მანქანა ჰყავდეს დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიებს კი, თავის მხრივ, ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯები დაფარონ. ამერიკაში ასეა – თუ დაზღვეულმა ავტომობილმა დააზიანა სხვისი ჯანმრთელობა, მკურნალობის ხარჯებს იხდის სადაზღვევო. ასეთ დროს დაცულობის განცდა აქვს ყველას. წარმოიდგინეთ, ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დათი სასწრაფოდ გადაგვეყვანა სხვა ქვეყანაში და ვისაც არ აქვს ამის შესაძლებლობა, რა უნდა ქნას? ფაქტობრივად, სიკვდილისთვის არიან განწირულები. ამ პრობლემის დარეგულირება კი ცალსახად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე ჯერ არ მსმენია, რომ საქართველოში ავტომობილის სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით რამე ნაბიჯები გადადგმულიყო.იმ პერიოდში რამდენჯერმე მივმართეთ მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ მათი მაქსიმალური დახმარება მხოლოდ 30,000 ლარია, რაც ასეთი მძიმე დაზიანებების სამკურნალოდ, ზღვაში წვეთია. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ფონდი, რომელიც ბავშვების ჯანდაცვაზე იზრუნებს."საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში"უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ მშობლები და ბავშვები საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ საგზაო უსაფრთხოება არ კონტროლდება და მძღოლები თავის ნებაზე და კეთილსინდისიერებაზე არიან მიშვებულები. ეს უკანასკნელი კი ბევრს არ გააჩნია.ქუჩაზე, სადაც დათი იდგა, 2 სკოლა მდებარეობს. ასეთი ადგილები განსაკუთრებით უნდა კონტროლდებოდეს. ისევ ამერიკის მაგალითს მოვიყვან: სკოლების ზონებში მძღოლების კონტროლი განსაკუთრებით გამკაცრებულია. ქუჩის დასაწყისსა და ბოლოში დგანან პოლიციის მანქანები, შექმნილია ხელოვნური ბარიერები, რომლებიც სიჩქარეს ამცირებს. დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმები იმაზე მაღალია, ვიდრე ეს სხვა ქუჩებზე.გარდა ამისა, ამერიკაში სკოლის ტრანსპორტს აქვს განმასხვავებელი ვიზუალი და მოძრაობის წესი. როცა სკოლის ტრანსპორტი აჩერებს, რომ ბავშვი ჩამოვიდეს ან ავიდეს, ინთება სპეციალური „შეჩერდი“ციმციმები და ყველა მანქანა ვალდებულია, გაჩერდეს, ვიდრე ეს ციმციმები არ ჩაქრება. ბავშვები კი დაზღვეულები არიან, რომ მათ საფრთხე არ დაემუქრებათ. მანქანა, რომელიც არ დაემორჩილება ამ წესებს, მკაცრად ჯარიმდება და მისი მონაცემების პოლიციისთვის გადაცემის ვალდებულება სკოლის ტრანსპორტის მძღოლსაც აკისრია.ამერიკაში განსაკუთრებით აწესრიგებს მოძრაობას გზაჯვარედინებზე „შეჩერდი“ ნიშნები და ამ წესების დაცვის მკაცრი კონტროლი. ჩვენთან გზაჯვარედინებზე დათმობის წესი მძღოლის კეთილ ნებაზეა, არავინ ისჯება და ამ დროს ჩვენი შვილების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. დღე არ გავა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს და მსხვერპლით არ დასრულდეს. საქართველოში ყველამ იცის, სადაა საშიში მონაკვეთები და ხომ შეიძლება ეს მონაკვეთები განსაკუთრებით კონტროლდებოდეს და ჩვენც დაცულად ვგრძნობდეთ თავს?!“"წინ დიდი გზა გველის"„დათისთან ერთად კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ახლა სკოლაში ვერ დადის, რადგან ღია ჭრილობები აქვს და ინფექციების თავიდან ასარიდებლად ამერიკელი მასწავლებლები მას ონლაინ პირადად უტარებენ გაკვეთილებს. დათი მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა. ახლა მთავარია, იმ ეტაპამდე მივიდეთ, რომ პროთეზი დასჭირდეს. ჯერ ძვლის იმპლანტზე ადრეა საუბარი, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდეც მივალთ და დათი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ამის იმედს ღმერთიც მაძლევს და ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების თანადგომა და თანაგანცდაც.“ 

დათის დედა

საზოგადოება 1729941069

„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა…“ – როგორ იხსენებს დათის დედა შემზარავ ავარიას და განვლილ გზას

ქალები საქართველოდან Women of Georgia სოციალურ ქსელში ქრისტინე მამუკაშვილის შესახებ წერს.ქრისტინე დათი ქოქრაშვილის დედაა, რომელიც საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო.„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა“ – ასე იხსენებს ქრისტინე მამუკაშვილი საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 3 წლის წინ მოხდა.ქრისტინე ქალები საქართველოდან Women of Georgia -ს უყვება, რომ შემთხვევის დღეს, დილით ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.ქრისტინე მამუკაშვილი ისტორიას ემოციურად იხსენებს. ამბობს, რომ თავდაპირველად შემზარავი ავარიის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო, თუმცა არ იცოდა, რომ საუბარი დათიზე იყო.საბოლოოდ კი ქრისტინე იხსენებს, რომ დათის თავს მომხდარი ამბის შესახებ დედისგან შეიტყო:„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა, 3 წლის წინ მოხდა. მაშინ დათი 8 წლის იყო და როგორც ყოველთვის, იმ დილითაც სახლის წინ სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით და დათის ბებია აცილებდა – ფანჯრიდან უყურებდა მანამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ბავშვი ტრანსპორტში ჩაჯდა. ადგილი, სადაც დათი იდგა ხოლმე ტრანსპორტის მოლოდინში, უსაფრთხო იყო: წინ ავტობუსის ზოლია და ტროტუარისგან რკინის ჯებირები ყოფს. იმ დილითაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა. ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა.საქართველოში დაბრუნებულებს დათი იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ და წარმოგვედგინა. იაშვილის კლინიკაში მას პირველადი დახმარება და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ექიმებს აღარ ჰყოფნიდათ არც კომპეტენცია და არც ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ამიტომ, ამ ამბიდან ერთ კვირაში დათი ისრაელის კლინიკაში გადავიყვანეთ.”მკურნალობის ხანგრძლივი გზა„დათის ისრაელში გადასაყვანი პირველი ხარჯები მამაჩემმა გაიღო. რადგან ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, საჭირო გახდა მისი სპეციალურად აღჭურვილი კერძო თვითმფრინავით გადაფრენა. ისრაელში დათის 26 ოპერაცია ჩაუტარდა.ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ ხალხის მხარდაჭერის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენგან დამოუკიდებლად იმართებოდა საქველმოქმედო კონცერტები, იწერებოდა გადაცემები, იმართებოდა ფეისბუქ ჯგუფები. სრულიად უცხო ადამიანები ჩემს ანგარიშზე დათის მკურნალობის თანხებს რიცხავდნენ, უთბილეს გამამხნევებელ სიტყვებს მწერდნენ და იმედებს მაძლევდნენ. ალბათ, ღმერთის რწმენა და ამ ადამიანების მხარდაჭერამ გამაძლებინა, გამაძლიერა და აქამდე იმედით მომიყვანა.არასდროს დამავიწყდება ერთი ასეთი ეპიზოდი: ისრაელში ახალი ჩასული ვიყავით. დათი კომაში იყო. აღდგომას მე და ჩემი მეუღლე მაცხოვრის ტაძარში შევხვდით. იმ პერიოდში საქართველოდან მომლოცველები იყვნენ ჩამოსული, ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი. დაგვინახეს თუ არა, სათითაოდ მოდიოდნენ, გულში გვიხუტებდნენ, დათის სამკურნალო ფულს გვიდებდნენ ჯიბეში და იმედებით გვავსებდნენ. არასდროს დამავიწყდება ამხელა სოლიდარობის აქტი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. ადამიანების მხარდაჭერით, დათის ისრაელში და გერმანიაში მკურნალობის ხარჯები გადავიხადეთ. ეს პროცედურები ჯამში 500,000 დოლარი დაჯდა.ამჯერად დათი ამერიკაში გვყავს, რადგან მას მუცლის ღრუს რეკონსტრუქცია სჭირდებოდა და ასეთი რთული ოპერაციები მხოლოდ აქ, ისიც რამდენიმე ქირურგის მიერ ტარდება. თუმცა ოპერაცია იმ შედეგით არ დასრულდა, რასაც ველოდით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ და ახლა ჭრილობების შეხორცებას ველოდებით, რომ დავბრუნდეთ საქართველოში.განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წვლილი. თავიდანვე გვერდში გვედგნენ და ახლაც საქველმოქმედო ღონისძიებები ეწყობა, რომ დათის ამერიკაში ოპერაციის თანხების დაფარვაში დაგვეხმარონ.“,,წინ დიდი გზა გველის”„დათისთან ერთად კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ახლა სკოლაში ვერ დადის, რადგან ღია ჭრილობები აქვს და ინფექციების თავიდან ასარიდებლად ამერიკელი მასწავლებლები მას ონლაინ პირადად უტარებენ გაკვეთილებს. დათი მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, რადგან, ფაქტობრივად, მარჯვენა მხარეს წელამდე არც ერთი ძვალი არ აქვს და ყავარჯნებით უჭირს კოორდინაციის დაცვა. ახლა მთავარია, იმ ეტაპამდე მივიდეთ, რომ პროთეზი დასჭირდეს. ჯერ ძვლის იმპლანტზე ადრეა საუბარი, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდეც მივალთ და დათი სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს. ამის იმედს ღმერთიც მაძლევს და ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების თანადგომა და თანაგანცდაც“ – ნათქვამია ქალები საქართველოდან Women of Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

დათი

faceამბები 1728541774

VIDEO: „კიდევ ერთი ოცნება აუსრულდა დათის… “ – რა საჩუქარი მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა დათი ქოქრაშვილმა

dati_and_family – ის „ინსტაგრამ“ გვერდი შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მორიგ უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.როგორც ვიდეოდან ირკვევა, დათის საჩუქრად ფუმფულა კატა გაუგზავნეს.„ ძალიან საპატიო სტუმარი გვყავს დღეს, უსაყვარლესი და უღუნღულესი და ფუსიკო გვესტუმრა  მადლობა მილენას და კოტეს კიდევ ერთი ოცნება აუსრულდა დათის “ – წერს dati_and_family.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

დათი

საზოგადოება 1727244060

„არ იცნობდე და უზომოდ გიყვარდეს და გაბედნიერებდეს მისი ღიმილი ეს მხოლოდ დათიკოს შეუძლია“ - ემოციური კადრები

dati_and_family – ის „ინსტაგრამ“ გვერდი შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მორიგ უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში უთბილესი კომენტარები აქვს:„არ იცნობდე და უზომოდ გიყვარდეს და გაბედნიერებდეს მისი ღიმილი ეს მხოლოდ დათიკოს შეუძლია…ძალიან ძალიან კარგად უნდა იყო, რომ ყველა გააბედნიეროსიყვარულის ბიჭი…დათუნა სიყვარულის და ტკივილის დამარცხების სიმბოლო ხარ…საოცარი ბიჭი ძალიან რომ მიყვარს…ჩემი დილის ბედნიერებაა შენი ღიმილიანი თვალები…“- წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

ჯო

საზოგადოება 1724858116

„უძლიერესო ბიჭო, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!“ – სოციალურ ქსელში დათისა და უცხოელი ექიმების ვიდეო ვრცელდება

 „ინსტაგრამ“ გვერდი „დათი და ოჯახი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის უსაყვარლეს ვიდეოს ავრცელებს.ვიდეოში ჩანს, რომ დათი ძალიან კარგ განწყობაზეა და უცხოელ მედიკოსებს მხიარულად ესაუბრება.ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დათი ქოქ­რაშ­ვი­ლს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს. დათის ოჯახი ხშირად უზიარებს უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას საზოგადოებას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.„უმაგრესი ბიჭი ხარ დათი, მარიამ ღვთისმშობელმა დაგაფაროს თავისი კალთა და მალე გამოგაჯანმრთელოს საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა დრო უნდა… უძლიერესო ბიჭო💪❤️ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება გამოჯანმრთელება… ვგიჟდები ამ ბიჭზეეეეე დზააან უძლიერესი და სასწაულათ საყვარელი…“ – წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

ხვიჩა

საზოგადოება 1724741186

„შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, ყველა შენს გვერდზე ვართ...“ – დათის დედა ემოციურ კადრებს აქვეყნებს

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს.დათის დედა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ფეხბურთელი დათის თანადგომას უცხადებს და ამხნევებს.„შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, გახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი შენთან არის, ჩვენ ყველა შენს გვერდში ვართ. ძლიერად იყავი და გახსოვდეს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ“, – საუბრობს ხვიჩა.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

დათი ქოქრაშვილი

საზოგადოება 1724682720

„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდით დგომა, მეგობრებო“ - აშშ-ში დათი ქოქრაშვილისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად, 8 სექტემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.საქველმოქმედო საღამოს შესახებ ვიდეომიმართვას Irina Dance Academy სოციალურ ქსელში ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დათი ქოქრაშვილს გვერდში დაუდგეს.„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გვერდით დგომა, მეგობრებო, დავდგეთ ჩვენი სუპერგმირის გვერდით.კონცერტზე გამოვლენ აშშ-ში მოღვაწე მომღერლები და მუსიკოსები. დათისთვის ყოველი ჩვენთაგანის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერია მიმართვაში.აღნიშნულ ინფორმაციას სამადლობელი სტატუსით ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება დათი ქოქრაშვილის მამა:„როდესაც სიტყვებიც ზედმეტია. მადლობა ამ სიკეთისათვის, მადლობა ასე გვერდში დგომისთვის“, – წერს ირაკლი ქოქრაშვილი. 

დათი

საზოგადოება 1724491140

VIDEO: „ამდენი კილომეტრის მოშორებით, ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში რომ დაგიდგება, რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო“ – ისრაელში დათის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად ისრაელში საქველმოქმედო საღამო შედგა.ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.აღნიშნულ საღამოს ეხმაურება დათის მამა ირაკლი ქოქრაშვილი და საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.„აი რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ამდენი კილომეტრის მოშორებით ამდენი კეთილი ადამიანი გვერდში, რომ დაგიდგება რა უფლება გაქვს, რომ უკან დაიხიო რამეზე.ოქროს ადამიანები ხართ სიყვარულით და სითბოთი სავსე. მიყვარხართ გულით სულით.მადლობა სიყვარულისათვის და მეგობრობისათვის,“ – წერს ირაკლი ქოქრაშვილი.ცნობისთვის, დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად, 8 სექტემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში მდებარე Irina Dance Academy-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 

ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

faceამბები 1724138220

„გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის...“ - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. დათის უცხოეთში მკურნალობის გასაგრძელებლად შესაბამისი თანხები და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად არაერთი ადამიანია გაერთიანებული. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, ისრაელში, 22 აგვისტოს, რესტორანში „ღვინის ფესვები“ საქველმოქმედო საღამო დაიგეგმა.გარდა ამისა, სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება დათის მხარდამჭერი პოსტების გავრცელება. ამჯერად, ამერიკაში მცხოვრები ნინი შერმადინი აქვეყნებს მსგავსი შინაარსის პოსტს და ემიგრანტებს მიმართავს:„გთხოვთ, გავერთიანდეთ დათისთვის, ვისაც რითი შეგვიძლია ყველა ცენტი მნიშვნელოვანია… დათი კარგად იქნება და ჩვენ ამას შევძლებთ ერთად!“, – წერს ნინი შერმადინი.#GE90BG0000000101545483საქ. ბანკი. მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი#GE05TB7962745064300024თბს. ბანკიმიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილიZelle:Iraklikokrashvili@gmail.com

დათის დედა ემოციურ კადრებს აქვეყნებს

faceამბები 1724133383

VIDEO: „ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში…„Flying Burrito” – დათის დედა ემოციურ კადრებს აქვეყნებს

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს.დათის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და ვიდეოს აქვეყნებს.„როგორც თვითონ გააჟღერა, ახალი სუპერგმირი გვყავს ოჯახში…„Flying Burrito”, – წერს დათის დედა.            View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)

კლინიკის ექიმი

faceამბები 1724046981

VIDEO: „საუკეთესო დაბადების დღე დათისთან ერთად“ - რა კადრებს აქვეყნებს კლინიკის ექიმი

სოციალურ ქსელში ბელა კანაშვილი, რომელიც უცხოეთში, ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომელია გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა იუბილე დათისთან ერთან.„საუკეთესო დაბადების დღე დათისთან ერთად,  ყველასათვის საყვარელი დათი “, – წერს ბელა კანაშვილი.ცნობისთვის, 2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს. 

დათი

საზოგადოება 1723612641

VIDEO: „ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…“ - რას წერს დათი ქოქრაშვილის დედა

გასულ კვირას, შარტავას ქუჩაზე დაშავებულ დათი ქოქრაშვილს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა. მოზარდის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.„დათის ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა… არის რაღაც გართულებები, ინფექციები, მაღალი ტემპერატურა… თუმცა ვიცით, რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება.მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩვენი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. არსად არ გვტოვებთ მარტო და მუდამ ჩვენს გვერდით და რაც მთავარია, ჩვენს გულებში ხართ“, – წერს დათის დედა.ნახეთ, კადრები კლინიკიდან ↓           View this post on Instagram                       A post shared by Irakli Kokrashvili (@dati_and_family_)