ჩაქუჩი

სამართალი • 1790168069

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - მცხეთის სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. მცხეთის სასამართლომ 1500 ლარით დააჯარიმა ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა ლაშა ჯანიბეგაშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ირმა კაპანაძეს.ზაურ ხატიაშვილმა კი სიძულვილის ენა გამოიყენა პეტრე კოლხი- კვარაცხელიას წინააღმდეგ. პროცესები დისტანციურად გაიმართა ქუთაისსა და წყალტუბოში

ჯარიმა

სამართალი • 1789730416

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე გიორგი უკლება 1500 ლარით დააჯარიმა.მან შეურაცხყოფა სახელმწიფო თანამდებობის წარმომადგენელს მიაყენა.

სეს

საზოგადოება • 1789639962

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა.კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15 01

თამარ ჩერგოლეიშვილი

სამართალი • 1789393692

ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა მარინა ქუთათელაძე, რომელმაც თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა კობა ბაკურაშვილის საქმე, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა ზურაბ ხიდაშელის საქმეზე. მან შეურაცხყოფა მიაყენა დავით რატიანს."სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებთან და შეურაცხმყოფელი კონტექსტის პოსტებთან დაკავშირებით, ხდება რეაგირება უშუალოდ ამ სამმართველოს მიერ. ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში, იდენტიფიცირდება სავარაუდო დამრღვევი პიროვნება, რასთან დაკავშირებითაც დგება იდენტიფიკაციის ოქმი, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, რითაც დგინდება უშუალოდ სავარაუდო დამრღვევი პიროვნება.რაც შეეხება მტკიცებულებებს, სასამართლოში წარმოადგენენ, როგორც წერილობითი სახით, აგრეთვე ვიდეომტკიცებულებას, რა თქმა უნდა, თავად პოსტს ან კომენტარს.მნიშვნელოვანია გაიაზროს თავად პიროვნებამ და, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაც ამგვარია ხოლმე, თავად კონტექსტი და აღქმა, თუ რამდენად შეესაბამება ეს უბრალოდ მისი აზრის გამოხატვას და აზრის დაფიქსირებას იმგვარად, რომ, მაგალითად, სხვა პიროვნებას არ მიაყენოს შეურაცხყოფა," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, სალომე ქირიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1788792420

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ჩიტაია, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს. 4 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ ოთარ ჯოხაძეს და მამუკა ყორღანაშვილს კახა კალაძის და შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის.დღესვე, სასამართლომ განიხილა გიორგი ზავრაშვილის და ალექსანდრე კინწურაშვილის საქმეები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრო შარაშენიძეს და გია ბარამიძეს. ისინი 1500 ლარით დაჯარიმდნენ. გადაწყვეტილებები გამოცხადდა სხვა საქმეებზეც.„მიმდინარეობს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული იქნა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა რაოდენობით სახდელი ჯარიმა და მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულმა პიროვნებებმა აღიარეს გარკვეულ შემთხვევებში სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, აგრეთვე წარმოდგენილი იყვნენ თავად სამართალდამრღვევი პირები.ზოგიერთ შემთხვევაში მათ წარმომადგენლობას ახორციელებდა ადვოკატი და მხარის ახსნა-განმარტებებისა და საქმით წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, როგორც მოგახსენეთ, სასამართლომ თითოეული მათგანი ცნო სამართალდამრღვევად, სახდელის სახედ, როგორც აღვნიშნე, გამოყენებული იქნა ჯარიმა სხვადასხვა რაოდენობით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანი კაკიაშვილმა.შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლის ანდრო გურულის თქმით,  თბილისის საქალაქო სასამართლომ პირი, კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააჯარიმა.„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და მას განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. კიდევ რამდენიმე საქმის წარმოება მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თითოეულ შემთხვევაში, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო პიროვნებები და მათ დააკისრა ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით“, - აცხადებს ანდრო გურული.

ანი კაკიაშვილი

სამართალი • 1788180660

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით - ანი კაკიაშვილი დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს 10-მდე პირის საქმე განიხილება თბილისის, სენაკის, რუსთავის და საგარეჯოს სასამართლოებში.თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა მიხეილ ტოტიკაშვილის პროცესი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ლუკა ჭაფოძეს. მას მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.დღესვე, სასამართლომ განიხილა დავით კვეშელავა - კვაჭაძის საქმე, რომელიც გოჩა ენუქიძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4 ათასი ლარით დაჯარიმდა. საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ კი 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ქურთიაშვილი. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სოფიკო დარბაიძეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტის, ანი კაკიაშვილის განცხადებით, უწყებამ დავით კვაჭაძე-კვეშელავას საქმეზე მაქსიმალური ოდენობის ჯარიმით იშუამდგომლა, ვინაიდან მან შეურაცხმყოფელი პოსტი და ფოტოილუსტრაცია სოციალურ ქსელში რამდენჯერმე გამოაქვეყნა."შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოცემულ საქმეზე იშუამდგომლა მაქსიმალური ოდენობა ჯარიმით, ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან ბატონმა დავით კვაჭაძე-კვეშელავამ არაერთგზის განახორციელა შეურაცხმყოფელი პოსტის და ფოტოილუსტრაციის გამოქვეყნება ბატონი გოჩას მისამართით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, პირი სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა მაქსიმალური ოდენობით", - განაცხადა ანი კაკიაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამართალი • 1787808109

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

 საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მას 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ასობით საქმე განიხილება.სალომე ქირიას განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით იკლო მსგავსმა სამართალდარღვევებმა.„ბატონმა ლევან დავითულიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. აღნიშნული ფაქტის იდენტიფიკაცია მოხდა სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარის საფუძველზე, შესაბამისად მოხდა ამაზე რეაგირება. დღეს განიხილა სასამართლომ აღნიშნული საქმე, დაადასტურა სამართალდარღვევის არსებობს ფაქტი და ბატონ ლევან დავითულიანს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა სალომე ქირიამ.

ნათელმხილველი

მსოფლიო • 1787776188

ნათელმხილველი სოლიდური თანხით დაჯარიმდა, დაკარგული ადამიანების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის

ტუვაში 22 წლის ნათელმხილველი დააჯარიმეს ორი დაკარგული გოგონას შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. კიზილის საქალაქო სასამართლომ ის 15 000 რუბლით დააჯარიმა, იტყობინება რეგიონული შინაგან საქმეთა სამინისტრო.პოლიციის ცნობით, ქალმა არასრულწლოვნების გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია მესინჯერის აპლიკაციაში გამოაქვეყნა და ის უტყუარად წარმოადგინა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.ინციდენტი ორი სკოლის მოსწავლის ძებნის შედეგად დაიწყო, რომლებიც 1 ივლისს გაუჩინარდნენ. მათი გაუჩინარების შემდეგ, სოციალურ მედიაში გამოჩნდა მრავალი თეორია იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს შამანებად და ნათელმხილველებად აცხადებდნენ. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს მცხოვრებლებს, არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ინფორმაცია.ორივე გოგონა მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ სხეულზე დანაშაულის კვალი არ აღმოაჩინეს და გარდაცვალების წინასწარი მიზეზი დახრჩობა იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

სამართალი • 1787753820

სასამართლომ 1500 ლარი დააჯარიმა ლევან დავითულიანი, რომელმაც ზურაბ ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სენაკის რაიონული სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა დიანა ჩაკვეტაძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს.თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა და 1500 ლარი დააჯარიმა ლევან დავითულიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ზურაბ ჯაფარიძეს.„მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ასობით საქმე განიხილება საქართველოს მასშტაბით. ბოლო პერიოდის მანძილზე შედარებით იკლო მსგავსმა სამართალდარღვევამ, თუმცა რეაგირება ნამდვილად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მსგავსი ტიპის საქმეები სასამართლოებში იგზავნება,“- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი სალომე ქირია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საზოგადოება • 1786981954

სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს კიდევ ორი საქმე განიხილა. მოსამართლემ 800 ლარით დააჯარიმა მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარით ოპოზიციონერი ნანუკა ჟორჟოლიანი მოიხსენია, ტარიელ გოგუაძე კი გურამ მაჭარაშვილის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 1500 ლარით დაჯარიმდა."შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა ბატონ ტარიელ გოგუაძეს სოციალურ სივრცეში განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გურამ აჭარაშვილის მიმართ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რასაკვირველია სამართალწარმოება დაიწყო. მოძიებულ იქნა მტკიცებულებები, განჩინების წესის დაცვით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით კი აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.გარდა ამისა, განხილული იქნა სხვა სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნულ შემთხვევაში, ოქმის შემდგენი ორგანო ედავებოდა ბატონ კახაბერ მჭედლიშვილს ქალბატონ ნანა ჟორჟოლიანის მიმართ სიტყვიერის შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტს ასევე სოციალურ სივრცეში. აღნიშნული პიროვნება ასევე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, სახდელის სახედ კი განესაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით," - განაცხადა შსს-ს იურისტმა, ანი კაკიაშვილმა.

თბილისის მერია

საზოგადოება • 1786526843

თბილისის მერიამ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ დააჯარიმა

თბილისის მერიამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენი“ დააჯარიმა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო წერილიდან ირკვევა.როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კომპანიას 1 583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.როგორც BPN.GE წერს, წერილში განმარტებულია, რომ 7 აგვისტოს ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე განხორციელდა ინსპექტირება და დადგინდა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 10 აგვისტოს წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები.კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით, დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 07 აგვისტოს (19:58 საათი) ინსპექტირების აქტიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (7 916 674.67 ლარი) 0,02%-ის ოდენობით, 1 583.34 ლარი“, - ნათქვამია საჯარიმო წერილში.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 19.761 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სმარტ სოლუშენს" ახორციელებს.ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლო

სამართალი • 1786361775

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმედა აბდუშელაშვილის საქმე განიხილა, რომელმაც საჯარო პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.სამართალდამრღვევი პროცესზე არ გამოცხადდა. სხდომაზე მტკიცებულებები შსს-ს წარმომადგენელმა, ანდრო გურულმა წარადგინა.გადაწყვეტილება მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო და ბრალდებულს 173 16 პრიმა მუხლის საფუძველზე 1500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

✕