გურამ შეროზია

faceამბები 1750798153

„დღემდე ვერაფრით ვიჯერებ, რომ წავიდა...“ - გურამ შეროზიას ემოციური პოსტი მამაზე

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია, რომელსაც ახლახან მამა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ბავშვობაში მამას თითქმის ვერ ვხედავდი, დილის 8-ზე გავიდოდა და ღამით, დაღლილი ბრუნდებოდა.მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ჩემთვის ხდებოდა და იმ რთულ, ბნელ პერიოდში ეს ყველაფერი - ათჯერ უფრო შრომატევადი იყო…ბავშვობაში მეგონა ისეთი შვილი ვიყავი, როგორითაც მამები არ ამაყობდნენ. ყველას ფეხბურთელი ან სპორტსმენი უნდოდა მათი შვილი რომ გამოსულიყო, მე კიდევ დღე და ღამე სახლში ვიჯექი, ვსწავლობდი, ხატვაზე, ჭადრაკზე, სასკოლო ტურებზე, მუსიკაზე დავდიოდი…ზრდასრულ ასაკში ახლიდან გავიცანით და ახლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. როგორ სიამაყით ამბობდა უცნობ ადამიანებთან, რომ ჩემი მამა იყო, რაზეც ვუბრაზდებოდი, მაგრამ ისე უხაროდა - მერე გავეშვი:)ჩემს წიგნებს დაატარებდა და ბედნიერად ჩუქნიდა ხალხს, სახლს როცა ვიყიდდი - პირველი ის მორბოდა სანახავად და რჩევებს მაძლევდა, როგორც ყოფილი ინჟინერი, სახლში სულ ჩემს კლიპებს ატრიალებდა და ჩემი პირველი მსმენელი იყო. ელენასაც ჩემგან მალულად ყიდულობდა უამრავ საჩუქარს, პენსიით და ყველა სურვილს უსრულებდა.ექიმთან თუ უნდოდა წასვლა - მე მელოდებოდა მხოლოდ, თვლიდა, რომ მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერში ვერკვევი და ყველაფერს იდეალურად სწორად გავაკეთებდი ყველგან. და ჩემს იმედად აღარაფრის ეშინოდა…ჰოდა, დღემდე ვერაფრით ვიჯერებ, რომ წავიდა. ისევე ჩუმად, მშვიდად და უხმოდ, როგორც მისი მთელი ცხოვრება იყო“, - წერს ბლოგერი. 

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1750507634

ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში

გურამ შეროზიას ოჯახში ტრაგედია მოხდა. მას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს. „არ მჯერა, ამას რომ ვწერმამა წავიდა, ყველაზე კეთილი, მშვიდი, ალალი და პატიოსანი კაცი, ვისაც კი ვიცნობდი და ელენას უსაყვარლესი ბაბუაპანაშვიდები კვირას და ორშაბათს: 14:00 საათიდან, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, დიდუბის პანთეონში“,- წერს გურამ შეროზია. 

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1745652920

„როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე...“- რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.სოციალურ ქსელში მას ამ დროისთვის 230 ათასი გამომწერი ჰყავს. ამჯერად ბლოგერი საზოგადოებას ფოტოს უზიარებს, რომელზედაც წერს:ვისაც ჰგონია, რომ ბევრს ვისვენებ, რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობ, აი აქაც კი! ოღონდ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად, ძალიან ჯანსაღ და სასამოვნო გარემოცვაში. ანუ, როგორც იქნა, ვცხოვრობ იმ ცხოვრებით, რომლისთვისაც ბევრი წელი ვიშრომე და ვიბრძოლე და ამასობაში, სულიერად ოკ და ფიზიკურადაც “საკაიფოდ” გავძლიერებულვარ, ხო?“,- წერს გურამ შეროზია.            View this post on Instagram                       A post shared by Guram Sherozia (@guramsherozia)

კესარია აბრამიძე

საზოგადოება 1744788666

„და მაინც მეცოტავება!...“ - როგორ ეხმიანებიან ბექა ჯაიანის განაჩენს სოციალურ ქსელში

ტრანსგენდერის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.ბლოგერი გურამ შეროზია მოსამართლის დღევანდელ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!„კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. და მაინც მეცოტავება! მინდა, რომ დიდ ხანს იცოცხლოს და ზუსტად ისეთ პირობებში იყოს, როგორსაც იმსახურებს!“ „სახელმწიფო, რომლის შესაბამისი სამსახურები კანონს მთელი სიმლაცრით და უკომპრომისოდ აღასრულებს და დამნაშავისთვის სასჯელის მოხდას ღირსების შემლახავი პირობების გარეშე უზეუნველოყოფს. სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით მინიჭებული უზენაესი უფლებაა, უზომოდ დასანანია ამ გოგოს ასეთი სისასტიკით დაღუპვა “ - წერს თამთა დემურიშვილი.„კესარია აბრამიძის მკვლელს დამსახურებული უვადო მიესაჯა“„აუცილებელი იყო“„ძლივს სამართლიანი განაჩენი. ყველა მოძალადეს და მკვლელს უვადო პატიმრობა!!!“,- წერენ მოქალაქეები.

კოსტა და გურამი

ტაბლოიდი 1732127214

PHOTO: „არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, მერსი სულხანიშვილი, თამაზ ლოხიშვილი, სალომე ბარათაშვილი და გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძესთან შეიკრიბნენ. ერთობლივ ფოტოს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია ავრცელებს.„არ გველოდით? უფრო მეტსაც გეტყვით: კოსტას ახლიდან დაბადებას აღვნიშნავთ, იმ ავბედითი დღის შემდეგ, მის სახლში. რაც კონკურენციას დაუნგრევია, მეგობრობას უშენებიაო“, - წერს გურამ შეროზია „ფეისბუქის“ გვერდზე.

როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

ტექნოლოგიები 1731564451

VIDEO: პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ასუფთავებს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან

ცნობილია, რომ ჩვენს თავის ტვინს აქვს ნარჩენების მოსუფთავების ვრცელი სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ გზებს მკვდარი და ტოქსიკური ნეირონებისგან წმენდს. ახლახან, პირველად ისტორიაში, ლაბორატორიაში თაგვებზე ცდისას მეცნიერებმა ამ პროცესს ვიდეო გადაუღეს.ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ წმენდს ტვინი საკუთარ თავს მკვდარი ნეირონებისგან, როგორ რეაგირებს მათთან; შესაბამისად, ახალი კვლევა შეიძლება, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისიც არ არის დადასტურებული, ასეთივე გზით მოქმედებს თუ არა ადამიანის თავის ტვინიც.„პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი ძუძუმწოვრის ტვინში ეს პროცესი ვიხილეთ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნევროლოგი ხაიმე გრუცენდლერი.გარდა ამისა, აღმოჩენამ შეიძლება გაგვიადვილოს ასაკთან დაკავშირებული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალო საშუალებათა შექმნაც; ამისათვის კი მეცნიერებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ როგორ მოქმედებს ტვინის გასუფთავების სისტემა.ასევე ნახეთ:"თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი " - ოჯახი, რომელიც ტერორისტების თავდასხმას შეეწირა„ყველა ნასვამი მძღოლი ციხეში უნდა მიდიოდეს!“ - გურამ შეროზია მარიშა გვიდანის გარდაცვალებას ეხმიანება

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1718896980

„ძალიან აღმაშფოთებელია!...“ - რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია ამ კვირის აუტსაიდერს სალსი ბარათაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.„ჩემი ხმა ამ კარგი გოგოსკენ! შესაძლოა მისი გამოხატვის მანერა არ მოგვწონდეს, მაგრამ ის ჰეითი, რაც მის გარშემოა - ძალიან აღმაშფოთებელია!  თან, აღარ ამოასუნთქეს, სულ აუტსაიდერია… არაა ეს ყველაფერი სამართლიანი, უნდა დარჩეს პროექტში, მერე ლაივშიც გაიცნობთ და ნახავთ რა მაგარი და საყვარელი გოგოა!“, - წერს ბლოგერი.  

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1717482384

როგორ გამოიყურება გურამ შეროზიას ბინა, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ მოიგო - ნახეთ, ფოტოები

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია მოგებული ბინის ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ მშენებლობა უკვე დასრულდა.„არ მჯერა, დასრულდა ჩემი „პრაიმ ჰაუსის“ სახლი და გადაიტიხრა კიდეც! ყველა სამშენებლო აგვიანებს და ამათ ლამის წინსწრებით დაასრულეს, ახლა შიდა ტიხრები, ფასადები, სადარბაზოები და ეგეთი დეტალებია.ფასი, ისევ ისეთი მაგარი უჭირავთ და ძალიან ხარისხიანად აშენებენ, მომწონს ძალზედ... მე გამომივიდა ორი საძინებელი, ერთი მეორადი განათებით, მაგრამ ასეთი კაი რამ მოვიფიქრეთ, რომ ორივე საძინებელი ნათელი იყოს და განაწილებაც იდეალურია. აბა, მალე რემონტს დავიწყებთ,“ - წერს შეროზია და ფოტოებს აქვეყნებს.

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1715531216

„მომავალი წლის ევროვიზიაზე მე მივდივარ!“ - გურამ შეროზია

ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს, რომ მომდევნო წელს ევროვიზიაზე გასვლა სურს.„არც კი გაბედოთ შეწინააღმდეგება!კაბასაც ჩავიცვამ და წითელ პომადასაც წავითხიპნი, თუ სამშობლოს დასჭირდება.  ვოკალზე უკვე დავდივარ რამდენიმე თვეა და შარშანდელზე ბევრად მაღალ ნოტებსაც ვიღებ, ჰოდა მომავალი წლის ევროვიზიაზე მე მივდივარ! მესიჯების გაჟღერება რომ არ შემეშლება და ჩრდ. მეზობლის გმობა და ევროპული ფასეულობების ხაზგასმა - ამაში მგონი არავის გვეპარება ეჭვი, ხომ?! მანამდე კიდევ მომივა იდეები, ჰოდა ვიგებთ!ოღონდ ერთი პირობით, იმის შემდეგ წელს ფოთში ვატარებთ ევროვიჟენს“, - წერს გურამ შეროზია.

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1714036139

„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი“ - რას წერს გურამ შეროზია

ბლოგერი და „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გუშინ პროექტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:„ამ სცენის გამო ჩავრთე გუშინ გადაცემა და აღვშფოთდი!!!1. მაგიდის გამოტანის გამო კაჩაობა, ხეზე მიგაბამ და ქუჩური ბაზარი ძალიან უსიამოვნოდ აღვიქვი!2. ვიკიმ დააპროვოცირა, ააგდო ყველა, იცოდა, რომ ხალხი გაღიზიანებული იყო და მერე რომ დგას მშვიდად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრას “ბიჭებო, მე ვცადე მეხუმრა და ა.შ.) და კიდევ მიშოს ეუბნება პროვოკატორობო  3. მიშო უსაყვარლესი, ოჯახში გაზრდილი და არგუმენტებიც კარგად გაშალა. ხეზე მიგაბამო ორ მეტრიან, სპორტსმენ მიშოს რომ ეუბნებიან - გავიხიე სიცილით 4. შენ რა გელაპარაკო, კაცი არ გყავს დამალაპარაკე - 1998 წლის შემდეგ პირველად გავიგე ეს მიდგომა, ანუ ნინი ნივთია და მხოლოდ კაცს მოეკითხება ჭკუა? კაცი და ქალი რა შუაშია დიალოგში?  5. მაზანას ნერვებს ბრავო ნინისთან, არაა მარტივი)))და ბოლოს, ამ ეპოზოდით მიშო მესაყვარლა ძალიან, თუ არ წივის, არ იგინება, დედისტ***ს არ აგინებს და ბო*ებს არ ეძახის არავის - არ ნიშნავს, რომ პასიურია.გოგოები რა სიტყვებითაც ამკობდნენ ერთმანეთს და პირადი ცხოვრებით ცდილობდნენ დაკნინებას - ამაზე დაჟე კომენტარიც მიტყდება  მეტი სოლიდარობა და ემპათია, ძალიან ცუდი საყურებელია და არავის საქმე არაა ვის ვინ და რამდენი ჰყავდა!  თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?“

ჰოროსკოპი

ასტროლოგია 1711460100

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი სიძლიერის, პატიოსნების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელს ყველა შრომისმოყვარე ადამიანი დაფასდება და წარმატების მიღწევის დიდი შანსი ექნებათ. თუმცა, ამავდროულად, ისინი 3 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას მოიპოვებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ასტროლოგების თქმით, დრაკონის წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ისეთ პერსპექტივას გაუხსნის, რომელზეც შესაძლოა, ოცნებაც კი გაუჭირდეთ. უამრავი სიახლისთვის უნდა მოემზადოთ! ძლიერი და შეუპოვარი დრაკონი ვერძს ყველაფერს მისცემს, რაც კარიერულ წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში დაეხმარება. თქვენ წინ ფართო ჰორიზონტი გადაიშლება, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მთელი წელი იღბალი თქვენ მხარეს იქნება და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს გაჩუქებთ. სერიოზული ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. იყავით ღია სიახლეების მიმართ და გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა. ამ შემთხვევაში, 2024 წელი თქვენთვის ბევრი მიმართულებით ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდება.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ჩინური მითოლოგიის მიხედვით, ლომი დრაკონის "ტყუპისცალია", ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს განსაკუთრებულად უჭერს და არაერთ საინტერესო გზას უხსნის. შეგიძლიათ, ბევრი წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. დიდი ხნის ნანატრი დაწინაურება, ოცნებების ასრულება და მიზნების გამართლება გელით. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, დრაკონს სურს, დაკარგული კავშირები აღადგინოს. ამიტომაც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ძვირფასები იყვნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათთან კომუნიკაცია აღარ გქონდათ.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი წელი იწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი შანსი აქვთ, რომ ყველაზე ამბიციური პროექტები და იდეები განახორციელონ, მოიპოვონ აღიარება და ფინანსური სარგებელი. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, არსებულ სიტუაციებსაც კი განსხვავებული თვალით შეხედოთ და მომგებიანი კუთხე იპოვოთ. ასტროლოგების თქმით, წლის მთავარი მფარველი თქვენს ყველა პრობლემასა და გამოწვევას უხეშ კიდეებს გაუსწორებს და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბევრი დასაოჯახებელი ტყუპი სწორედ ამ პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ოჯახი შექმნას. 2024 წლის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმები დასახონ. უამრავი გამართლება გელით, რაც მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ და არსებულ შედეგს არ დაემორჩილოთ... წაიკითხეთ ვრცლად...ასევე ნახეთ:„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ - გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა„უთხარით დემეს მამიკოს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე, ყოფილი მეუღლის კადრებს აქვეყნებს

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1711095540

„ფურორი! გოგო რომ ასე ლამაზად მღერის, ხომ კარგია, როცა ერთის ნაცვლად ორია, მთლად უკეთესი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გურამ შეროზია

მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია არაჩვეულებრივი დუეტებით მსმენელს ანებრივრებენ და ექსპრომტად ჩაწერილ ვიდეოებს ხშირად უზიარებენ.ნუცა თოფურიამ ამჯერად მორიგი ვიდეო გაავრცელა – ნუცა და მარიამი, რომლებიც კოლეგებთან ერთად, არაჩვეულებრივი მეგობრებიც არიან, შეუდარებლად მღერიან ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან სიმღერას – „ჩუმად ნათქვამი“.