გია სურამელაშვილი

ტაბლოიდი 1722545888

VIDEO: „ნუ გგონიათ, დაცვით დავდივარ...“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და მის სახალისო კონტენტს საკმაოდ ბევრი გამომწერი ეცნობა. ამჯერად, მომღერალმა მაღაზიიდან მორიგი კადრები გაგვიზიარა, სადაც ამბობს, რომ მოარული ხმები, რომ ის დაცვით გადაადგილდება, სიმართლე არაა.ნახეთ ვიდეო ↓ @giasuramelashvili0 #ფორიუზეა #global ♬ original sound - Gia Suramelashvili

გია სურამელაშვილის სამსართულიანი სახლი აუზით

ტაბლოიდი 1721654760

VIDEO: როგორ გამოიყურება გია სურამელაშვილის სამსართულიანი სახლი აუზით და ბაღით

ზაფხულის განმავლობაში გია სამსართულიან კერძო სახლში ცხოვრობს, დიდი აუზით და მოვლილი ბაღით, საყვარელ ძაღლებთან ერთად. მომღერალს"გვიანი დილა” ესტუმრა სახლში. 

გია სურამელაშვილი

საზოგადოება 1721121658

VIDEO: „ამ ტკბილმა შვილმა, ასე როგორ გაგვამწარე...“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილი მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.„ვაიმე, ჩვენო ოქრო ბიჭო, გაგვყინე, ხვიჩა... ამ ტკბილმა შვილმა, ასე როგორ გაგვამწარე...“ - წერს მომღერალი.ვრცლად ↓მომღერალ ხვიჩა ხოჯავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

გია სურამელაშვილი

ტაბლოიდი 1720283568

VIDEO: „რა დროს სიყვარულია ამ სიცხეში?! კაი ჭამა-სმა და გრიალი“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

რა დროს სიყვარულია ამ სიცხეში?! კაი ჭამა-სმა და გრიალი - ამ შინაარსის ვიდეოს მომღერალი გია სურამელაშვილი აქვეყნებს.ვრცლად ↓ @giasuramelashvili0 #ფორიუზეა #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

გია სურამელაშვილი

საზოგადოება 1718011290

“სოსო… წავიდა…” - გია სურამელაშვილმა მეგობარი დაკარგა

მომღერალი გია სურამელაშვილი მეგობრის, სოსო ქარქუსაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„სოსო... წავიდა...“ - წერს მომღერალი და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

გია სურამელაშვილი

ტაბლოიდი 1717957577

VIDEO: გია სურამელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი გია სურამელაშვილი მეგობრის, სოსო ქარქუსაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„სოსო... წავიდა...“ - წერს მომღერალი და მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

გია სურამელაშვილი

საზოგადოება 1717876917

გია სურამელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალი გია სურამელაშვილი მეგობრის, სოსო ქარქუსაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„სოსო... წავიდა...“ - წერს მომღერალი.როგორც ახლობლები ამბობენ, 38 წლის კაცმა დაიძინა და გაღვიძება ვეღარ შეძლო.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1707224580

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6622 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0084 ლარი შეადგინა.ასევე ნახეთ:„ვაიმე რა ცუდად ვარ…“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი„სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მას ვკარგავდი...“ - ანა კოშაძე დედაზე

გია

საზოგადოება 1707222861

„ვაიმე რა ცუდად ვარ…“ - რა კადრებს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

ქართველი მომღერალი გია სურამელაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ვიდეოს აქვეყნებს:„ვაიმე რა ცუდად ვარ. ეს ხდება ამერიკაში“,- ამბობს გია სურამელაშვილი. @giasuramelashvili0 #ფორიუზეა #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

ფსიქოლოგი

საზოგადოება 1707067330

,,კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა ...“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა... - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მოსახლეობას ე.წ. „კლუბური ნარკოტიკის“ საფრთხის შესახებ ინფორმაციას აწვდის.„ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები - "კლუბური" - თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, "სააფთიაქო" - თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; "მსუბუქი" - თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც "მძიმე".ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩემის მოთხოვნილება.როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მით უმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა.გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც. ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას. ერთ-ერთი კამარაცაა და უკვე ლივინგ მუზეუმი თბილისი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ“ - წერს ნათია ფანჯიკიძე.ასევე ნახეთ:როგორ გამოიყურებოდა 6 თვის ორსული და ჰქონდა თუ არა პოსტსამშობიარო დეპრესია - ლიზა ჩიჩუა გამომწერების კითხვებს პასუხობს„უნაკლო სილამაზე...“ - როგორ გამოიყურებოდა 21 წლის ასაკში ალექსანდრა პაიჭაძე - ფოტოები„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილი

ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგია 1707063145

პლანეტა ურანი კუროს ნიშანშია - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ეს ასტროლოგიური მოვლენა 2024 წელს გლობალურ ცვლილებებსა და ტრანსფორმაცია მოუტანს

ურანი, გლობალური ცვლილებებისა და ძველი შაბლონების განადგურების პლანეტა, 2019 წლის მარტში კუროს ნიშანში გადავიდა და იქ 2026 წლამდე დარჩება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნული ასპექტი გლობალურ ცვლილებებს იწვევს. 2024 წელს კი პლანეტა ურანის კუროს ნიშანში ტრანზიტი ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:კურო (21 აპრილი - 20 მაისი)პლანეტა ურანი თქვენს ნიშანშია და ის 2024 წლის განმავლობაში გიბიძგებთ, დაარღვიოთ წესები და კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ასტროლოგიური მოვლენა გავლენას თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე მოახდენს. მიმდინარე წელი თქვენთვის მოძველებული, არასაჭირო ურთიერთობებისაგან გათავისუფლებისა და ახლის დაწყების პერიოდი იქნება. საბოლოოდ მიხვდებით, რომ დროა, ის კავშირები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს, ჩამოიშოროთ. შესაძლოა, ემოციურად პირველ ეტაპზე რთული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეთ არა ისეთი ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ტოქსიკურია და შედეგად მოტივაცია გეკარგებათ, არამედ შეგიძლიათ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და გაგამხნევებენ. ასევე, ეს იქნება წელი, როცა საბოლოოდ შეწყვეტთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც დიდი ხანია, ძალდატანებით აკეთებთ. 2024 წელი თქვენთვის გლობალური ცვლილებების წელია. ბევრ რამეს გადააფასებთ და გააცნობიერებთ, რომ ახლა სხვა ინტერესები გაქვთ. მიხვდებით, რა გჭირდებათ რეალურად და რაზე უნდა თქვათ უარი. მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)თქვენთვის პიროვნული ტრანსფორმაციისა და გლობალური ცვლილებების პერიოდი იწყება. პლანეტა ურანისა და კუროს ნიშნის კომბინაცია ხელსაყრელ ასპექტს ქმნის, რომ სრულიად განახლებული ეტაპი დაიწყოთ. წარსულის საბოლოოდ გაშვება ახალ კარს გაგიხსნით და მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაჩვენებთ. 2024 წლის განმავლობაში ფინანსებზე, ბიზნესზე, პიროვნულ განვითარებასა და წარსულის ნეგატიური გამოცდილებისაგან გათავისუფლებაზე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებთ და შეძლებთ, თქვენი ცხოვრება ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვნად გარდაქმნათ. შესაძლოა, ყოველდღიური რუტინა სამუდამოდ შეიცვალოთ. პარალელურად, პლანეტა პლუტონი თქვენი ფარული ნიჭის გამოსავლენად იწყებს მუშაობას. აღნიშნულ პლანეტას შეუძლია, კომუნიკაცია გაგიუმჯობესოთ, მოგანიჭოთ თავდაჯერებულობა და გიბიძგოთ, რომ თქვენი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ. შესაძლოა, არსებულ მიღწევებს აღარ დასჯერდეთ და მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ. საბოლოოდ მიხვდებით, რისი გაკეთება გსურთ - ეს კი წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ... ვრცლად.. „დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, ცრემლები მახრჩობს...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილირომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ

წნევა

რჩევები 1707060585

რა უნდა გააკეთოთ, თუ არტერიული წნევა ძალიან დაბალია

120/80 მმ Hg-ზე დაბალი წნევა ზოგადად განიხილება როგორც ნორმალური წნევა,მაგრამ, თუ ეს პირველი რიცხვი მუდმივად ეცემა 90-ზე ქვემოთ, შეიძლება გქონდეთ დაბალი წნევა. დაბალი არტერიული წნევა, ან ჰიპოტენზია, ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც 90/60 მმ Hg-ზე დაბლა.დაბალი არტერიული წნევა ყოველთვის არ არის შეშფოთების მიზეზი.არტერიული წნევის უეცარი ან მკვეთრი ვარდნა შეიძლება იყოს ინფექციის, ავადმყოფობის ან მედიკამენტზე რეაქციის ნიშანი, განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თავბრუსხვევა; გაბრუება; დაღლილობა; გულისრევა; თავის ტკივილი; Ბუნდოვანი მხედველობა; სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა. ეს დამოკიდებულია კონტექსტზე. ბევრი ჯანმრთელი ადამიანი დადის არტერიული წნევით 90-დან 60-მდე და ისინი კარგად არიან. რიცხვი თავისთავად საშიში არ არის. მაგრამ თუ სიმპტომატური ხართ, ეს უნდა შეფასდეს.რჩევები დაბალი წნევის მართვისთვისმუდმივად დაბალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება მოახდინოს დამატებითი სტრესი თქვენს ორგანოებზე, მათ შორის გულზე და გამოიწვიოს თავბრუსხვევის ან გონების დაკარგვის რისკი. აქ მოცემულია ოთხი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა თქვენი არტერიული წნევა ოდნავ ამაღლდეს.დალიეთ მეტი წყალითუ დეჰიდრატირებული ხართ, ორგანიზმში სითხის დაკარგვა ამცირებს სისხლის მიწოდებას და ეს იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ამის გამოსავალი შედარებით მარტივია: მოიხმარეთ საკმარისი სითხე ჰიდრატაციისთვის. როგორც წესი, დღეში, რეკომენდებულია, რომ მამაკაცებმა მიიღონ 3,7 ლიტრი წყალი, ხოლო ქალებმა მოიხმარონ 91 უნცია 2,7 ლიტრი.დაამატეთ ნატრიუმიარსებობს რეკომენდაციები, რომ ჭარბმა ნატრიუმმა და მარილმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება. მაგრამ, ნატრიუმი სულაც არ არის ცუდი. სინამდვილეში, ეს არის აუცილებელი ელექტროლიტი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის სითხის დონის შენარჩუნებაში. ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, ნატრიუმმა შეიძლება გაზარდოს იგი... ვრცლად..ასევე ნახეთ:„დამხვდა ძალიან მძიმე მესიჯი, ცრემლები მახრჩობს...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს„ოცნება ამისრულა...“ - ვინ გაახარა გია სურამელაშვილირომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ