ტაბლოიდი • 1784316274
„თქვენთვის სიახლე მაქვს“ - ვრცელდება ნუცა ბუზალაძის მიმართვა
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს.ნუცამ მსმენელს აცნობა, რომ მისი ახალი სიმღერა 17 ივლისს გამოვა და ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება. ნახეთ, ვიდეო:
ბუზალაძე
ტაბლოიდი • 1784316274
„თქვენთვის სიახლე მაქვს“ - ვრცელდება ნუცა ბუზალაძის მიმართვა
მომღერალი ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს.ნუცამ მსმენელს აცნობა, რომ მისი ახალი სიმღერა 17 ივლისს გამოვა და ყველა პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება. ნახეთ, ვიდეო:
ტაბლოიდი • 1784236501
„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
ნუცა ბუზალაძის კარიერულ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მომღერალი, რომელიც უკვე ერთი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრი გახდა.ამ წარმატების შესახებ ნუცა fortuna.ge-ს უყვება.22 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ამერიკელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდის თანხლებით, ნუცა ბუზალაძე სოლოკონცერტს გამართავს.- როცა მოგივიდა მეილი, სადაც გაცნობეს, რომ „გრემის“ აკადემიის წევრი გახდი, მეუღლეც ხომ იყო შენ გვერდით?- მეუღლეც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთი წელია, ამაზე ვმუშაობ. წევრობა რომ მინდოდა, მისთვის არ გამიმხელია. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამაყობს და ძალიან უხარია, მაგრამ მიღწეულის გამო არასდროს გამოხატავს დიდ ემოციებს. პირიქით, უნდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ და მეტს მივაღწიოთ„დენი, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე, რადგან სამი წელია, ჩემი აგენტია. პირიქით, უნდა, რომ ხელი შემიწყოს. თუ მჭირდება ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის ჩემს ქვეყანაშიც ვიყო და ამერიკაშიც, მაშინ მისთვის ეს მისაღებია“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.სრული ინტერვიუ ნახეთ აქ:
ტაბლოიდი • 1783804549
ნუცა ბუზალაძე იტალიაში მოგზაურობიდან კადრებს აქვეყნებს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა.ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.ამჯერად ნუცამ ახალი, კადრები გაგვიზიარა საიდანაც ვიგებთ რომ იგი იტალიაში, პოსიტანოში მოგზაურობს:„ნუცა, მიყვარხარ“. „ულამაზესი გოგო“. „სიტყვები არ მყოფნის, საოცარ ფორმაში ხარ“, - წერენ კომენტარებში. View this post on Instagram A post shared by NÚTSA (@nutsabuza)
ტაბლოიდი • 1782715354
„ძალიან მინდა, ყველას ლამაზი ცხოვრება გქონდეთ“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს მიმართავს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი კომუნიკაციით გამოირჩევა.ამჯერად ნუცამ ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც თან თბილი სურვილებით სავსე მიმართვა დაურთო. „ბედნიერ დღეს გისურვებთ! ძალიან მინდა, ყველას ლამაზი და წარმატებებით სავსე ცხოვრება გქონდეთ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ტაბლოიდი • 1781384636
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „La La“ წარუდგინა.“სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ სიმღერის ინსპირაცია მისი ცხოვრებისეული გზა გახდა.„რვა წლის ასაკიდან ტელევიზიაში და სცენაზე ვარ. 16 წლისამ ოჯახზე ზრუნვა დავიწყე, საკუთარი სახლი ვიყიდე, ჩემი ცხოვრება ნულიდან ავაშენე და ჩემს ცხოვრებაში ყოველ მომდევნო საფეხურზე ასვლას უფრო მეტი სიძულვილი მოჰყვებოდა. თავიდან ეს მტკენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაც გავაცნობიერე: ადამიანები, როგორც წესი, თავს ესხმიან იმას, რაც მათში ფარულ კომპლექსებსა და შიშებს აღვიძებს.ასე რომ, „La La“ ჩემი პასუხია ამ ყველაფერზე. ეს არ არის სევდიანი სიმღერა, ეს არის ძალის მომცემი. ეს ჩემი მხრიდან იმის თქმაა: „რაც გინდათ, ის ილაპარაკეთ, საყვარელო, მე საერთოდ არ მადარდებს, რადგან ვერანაირი აზრი ვერ შეაჩერებს იმას, ვისაც საკუთარი თავის მტკიცედ სჯერა.“ამიტომ, მინდოდა შემექმნა ჰიმნი იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა სხვების ნეგატივის გამო საკუთარ თავს ზღუდავს“, - ამბობს ვიდეოში ნუცა ბუზალაძე.
საზოგადოება • 1780691787
ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. „დიდი პატივი იყო ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულება. განსაკუთრებით საამაყოა, რომ უკვე მეორედ მქონდა პატივი შემესრულებინა ორივე ქვეყნის ჰიმნი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა და თავს უყრიდადიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მოხელეებსა დასაპატიო სტუმრებს.ამავდროულად, აღინიშნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეც.ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, ამერიკელი მეგობრების პატივსაცემად, შევასრულე „My Way“ სიმღერა, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს “, – წერს ნუცა ბუზალაძე.
პოლიტიკა • 1780645660
სან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
2026 წლის 4 ივნისს, აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია.ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. მან ხაზი გაუსვა სან-ფრანცისკოში, რომელიც ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენს, ქართული ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას.„ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. ეს ხიდი, რომელიც დღეს ოფიციალურად იხსნება, უნდა იქცეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების და შესაძლებლობების, არამედ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების ძლიერ ინსტრუმენტად," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობების და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.„დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები კი ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ სან-ფრანცისკოს მერი, დენიელ ლური და გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საიდ ამიდი.ღონისძიების ფარგლებში, ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში, ლევან ყულიჯანიშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ამიტ პატელი.საქართველოს ინოვაციების ჰაბის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ. ცერემონიის ფარგლებში, ასევე გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები ქართული/ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ „ჩაკრულოს“ შესრულებით.აღსანიშნავია, რომ BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
საზოგადოება • 1779913833
„ბევრმა არ იცით...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ხუთ სხვადასხვა ენაზე, თურქულად, ესპანურად, ფრანგულად, ინგლისურად და ქართულად ამღერდა.„ბევრმა არ იცით, რომ 5 სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ და ახლა მინდა, რომ ხუთივე ენაზე გიმღეროთ“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე. View this post on Instagram A post shared by NÚTSA (@nutsabuza)
პოლიტიკა • 1778576580
ვიმედოვნებ, მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელმა, თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მარიამ ქვრივიშვილისა და მოადგილის, თამარ იოსელიანის საავიაციო სექტორთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.როგორც „დისქავერის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს. მისივე თქმით, შედეგად, საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა იზრდება.„რამდენიმე მიმართულებით პოზიტიური სიახლეები უკვე გვაქვს. გარკვეული ავიაკომპანიები, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კვირაში სამი რეისის ნაცვლად, მხოლოდ ერთს თუ ასრულებდნენ, ახლა უკვე ორ სიხშირეზე გადადიან. მაგალითად, ავიაკომპანია flyDubai ეტაპობრივად ზრდის ფრენების რაოდენობას. ანალოგიურად, იმედის მომცემი სურათია საუდის არაბეთის მიმართულებითაც. მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირიდან Flynas-ი კვირაში ორ რეისზე გადავიდეს. დადებითი ინფორმაცია გვაქვს ქუვეითური ავიაკომპანიებიდანაც. 17 მაისიდან Jazeera Airways-ი თბილისის მიმართულებით აახლებს ფრენებს, ბათუმში ოპერირებას კი მაისის ბოლოდან შეუდგება“, – განაცხადა თეიმურაზ ბუზალაძემ.
ტაბლოიდი • 1778344578
„2026 წელია და შენ ლას-ვეგასში ცხოვრობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით. ამჯერად მან სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:„2026 წელია და შენ ლას-ვეგასში ცხოვრობ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.კადრებმა გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა: „ბედნიერი ვარ შენ გამო“, „ულამაზესი ხარ“, „საოცარი და მშვენიერი“, - წერენ კომენტარებში. View this post on Instagram A post shared by NÚTSA (@nutsabuza)
ტაბლოიდი • 1777673098
„15 საათიანი ფრენის შემდეგ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახალ კლიპზე მუშაობს.ის სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს და წერს:„15 საათიანი ფრენის შემდეგ, 8 საათიანი გადაღება ლოს-ანჯელესში“.
ტაბლოიდი • 1776948660
ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს. „როგორ შეიძლება აღწერო ის სიყვარული, რასაც დედის მიმართ გრძნობ?. შეუძლებელია. არ ვიცი რა დავწერო, ისე მიყვარს",- წერს ბუზალაძე.