ბაბი კირკიტაძე

ტაბლოიდი 1777673407

VIDEO: „ბაბუამ და შვილიშვილმა ერთად მითხრეს, რომ ვუყვარდი... ძალიან საყვარელი იყო“ - რას იხსენებს ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. იგი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. იგი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობის სიყვარული გაიხსენა:„მესამე კლასში ვუყვარდი ჩემს კლასელს, იყო ძალიან საყვარელი ბიჭი, მე ვიყავი ახტაჯანა, ბიჭების მეგობარი და ეტყობა, ვერ გამიბედა ეთქვა, მიყვარხარო. მახსოვს, ერთ დღეს მოვიდა ბაბუსთან ერთად. მარტო რომ ვერ გაბედა, მოიყვანა ბაბუა და ამბობს კლასში, ბაბილინა რომელიაო, ასე მეძახდნენ პატარა რომ ვიყავი და გამიყვანეს. ბაბუამ და შვილიშვილმა ერთად მითხრეს, რომ ვუყვარდი. ძალიან საყვარელი იყო“, - იხსენებს ბაბი კირკიტაძე.

ყავა

მსოფლიო 1774043580

ორსულობისას ყავის სმამ, შესაძლოა, ბავშვის სიმაღლეზე იქონიოს გავლენა - კვლევა

ყავა ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, იმდენად, რომ მის გარეშე დღის დაწყება ვერც კი წარმოგვიდგენია. ამ სასმელზე უარს ვერც ორსულები ამბობენ, თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ეს მათი შვილების სიმაღლეზე აისახებოდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კერძოდ, 10-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარმა გუნდმა ფეხმძიმობის დროს თუნდაც მცირე ოდენობით ყავის მიღება სიმაღლის დაახლოებით 2-სანტიმეტრიან სხვაობასთან დააკავშირა. ეს 4-8 წლის ასაკში, სხვებთან შედარებით სიდაბლეში ვლინდება.მათ აშშ-ის ფარგლებში ამ ასაკობრივი კატეგორიის 2 500 ბავშვი შეისწავლეს. ადრეული კვლევებისგან განსხვავებით, მეცნიერები დედებისგან მიღებულ ინფორმაციას არ დაყრდნობილან, არამედ სისხლის ანალიზით დაადგინეს, თუ რა რაოდენობით ყავას იღებდნენ ისინი ორსულობისას.„მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის დაახლოებით 2-სანტიმეტრიანი სხვაობის კლინიკური შედეგები უცნობია, ჩვენი მიგნება მსგავსი ცვლილების შესახებ ისეთივეა, როგორიც ფეხმძიმობისას მოწევის შემთხვევაში," - ამბობენ ავტორები.„ნაკლებ სიმაღლეს მუდმივად ვაკვირდებოდით და ის მრავალი კარდიომეტაბოლური დაავადების გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული როგორც ორსულებში, ისე არაორსულ ინდივიდებში", - აცხადებენ ისინი.ჯანმრთელობის სხვა პოტენციურ გართულებებს შორისაა სიმსუქნე, დიაბეტი და ახალშობილის მცირეწონიანობა. აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმობაში ყავის სმასა და ამ პრობლემებს შორის კონკრეტული მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ საყურადღებოა, რომ ამ სტიმულატორს ჩანასახი ვერ გადაამუშავებს და ის ქსოვილში გროვდება.ასევე ნახეთ:აქვს თუ არა შოთა დარბაიძეს ანგარიშზე 31 ათას ლარზე მეტი - რას ამბობს ბლოგერი ვირუსულად გავრცელებულ ფოტოზეVIDEO: ვინ არის ქალი, რომლის ხმასაც მეტროში ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ისმენსროგორ გამოიყურებოდა ბაბი კირკიტაძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები

ანრი ჯოხაძე

საზოგადოება 1772609919

VIDEO: ატირებული ანრი ჯოხაძე დედისთვის მიძღვნილ კონცერტზე - „თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე“

რუსთაველის თეატრში ანრი ჯოხაძის ემოციური კონცერტი შედგა. მომღერალმა სცენაზე შესრულებული ყველა სიმღერა თავის გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.„დღევანდელი კონცერტი, ემოციურად ძალიან რთული იყო ანრისთვის, მისი და-ძმისა და ოჯახის წევრებისათვის. თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე, თუ სცენის მიღმა. დღეს, ყველა სიმღერა, ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასათვის საყვარელ რუსუდან ჩხაიძეს მიეძღვნა!“, – წერს ბაბი კირკიტაძე. 

ბაბი კირკიტაძე

ტაბლოიდი 1768761420

„ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი და წამყვანი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.როგორც იგი წერს, სახელმწიფოს ფულით არასდროს დაუსვენია და ამას, არც მომავალში აპირებს.„აქ ვიღაც დასასვენებლად არის ორი დღით, ვიღაც საქმეზე და მივლინებით რეგიონებში თავის თანამშრომლებთან. დამსვენებლები ფოტოზე, სხვები საქმეზე და ა. შ. ამ ყველაფერზე კი ვინც ამორალურ ე. წ. პიარს აგებს, ყველა ფსკერს ქვემოთაა მორალითაც, ადამიანობითაც, ინფორმაციულადაც და სამართლებრივადაც.ალბათ, უკვე მიხვდნენ რა იკადრეს და რა არ უნდა ეკადრებიანათ, მართლა ყელში ამოვიდა თქვენი ზნედაცემული ჭორიკნობები და სანამ რამეს დაწერთ, ცოტა დაფიქრდით, იქნებ, რა ხდება სინამდვილეში!.. პ. ს. სახელმწიფოს ფულით არასდროს დამისვენია, არც არავის შემოუთავაზებია და არც მომავალში ვაპირებ!" - წერს ბაბი კირკიტაძე და ფოტოს აქვეყნებს.

ბაბი კირკიტაძე

ტაბლოიდი 1745778041

„ძალიან ასაიდუმლოებ?“ - რა ხდება ბაბი კირკიტაძის პირადში

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია. ასევე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ბაბის გარშემო უამრავი მითქმა-მოთქმა ჟღერდება, თუმცა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი არაფერია. მომღერალი ამბობს, რომ მეორე ნახევარი არ ჰყავს.„როგორ არავინ მიყვარს, დედა მიყვარს, მამა, ჩემი ძმები, ნათესავები, საკუთარი თავი, ღმერთი - პირველ რიგში, ცხოვრება მიყვარს, ყოველი დილა, ღამე, ყველაფერი, რაც ცხოვრებას უკავშირდება. თუმცა, მეორე ნახევარი უბრალოდ არ მყავს“, - ამბობს კირკიტაძე „დიდ ქვიზში“.

ბაბი კირკიტაძე

ტაბლოიდი 1732346615

ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა დიდი მოწონება დაიმსახურა - ფოტო

მომღერალი ბაბი კირკიტაძე გამომწერებს ფოტოებს უზიარებს, სადაც ის ახალი იმიჯითაა.ბაბის ახალმა ფოტოსესიამ უამრავი მოწონება დაიმსახურა.„ვერ გიცანით… ძალიან გიხდებათ“,„შენ ხარ საოცრებააა“,„რა ლამაზი ხაააარ“, – წერენ ბაბის გამომწერები.            View this post on Instagram                       A post shared by Babi Kirkitadze 🍀 (@babikirkitadze)

ბაბი კირკიტაძე

საზოგადოება 1730660823

“ამიტომაც არ მყავს არავინ წლებია…“ – ბაბი კირკიტაძე

მომღერალი, ბაბი კირკიტაძე „იმედის დღეს“ ესტუმრა და რუბრიკაში „ფილტრის“ გარეშე საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.მან აღნიშნა, რომ დომინანტი ქალის როლი მოსწონს – „ბავშვობიდან იმდენ რამეზე მომიწია პასუხისმგებლობის აღება, ეტყობა, ხასიათშიც მქონდა ეს შტრიხები. მიყვარს, როცა პასუხისმგებლობას ვიღებ, ბოლომდე მივიყვანო“.ეკო ფანგანის რეპლიკას, რომ მამაკაცებს დომინანტი ქალები არ უყვართ, მომღერალი ასე პასუხობს:„ამიტომაც არ მყავს არავინ, წლებია, ასე ვარ… და არ მაწუხებს, სხვათა შორის… ხომ არის, ჭკუას რომ გარიგებენ, ცოტა ქალური უნდა იყო და დათმოო, არ ვიცი, ეს როგორ ხდება…“

ბაბი კირკიტაძე

პოლიტიკა 1725123263

მხოლოდ სიყვარულია ისე, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უხდება და ყველაზე კარგად გამოსდის - ასეთ პირობებში წარმატებული და ბედნიერი ერი ვიქნებით - ბაბი კირკიტაძე

მხოლოდ სიყვარულია ისე, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უხდება და ყველაზე კარგად გამოსდის. ასეთ პირობებში ჩვენ ვიქნებით წარმატებული და ბედნიერი ერი, - განაცხადა ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის შემდეგ მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ.„გავცვალეთ ემოციები, იგრძნობოდა ერთიანობა და მხარდაჭერა“, - აღნიშნა მომღერალმა.ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. კონცერტი დღეს ოზურგეთში გაიმართა.

ოზურგეთი კონცერტი

პოლიტიკა 1725112618

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება ოზურგეთში მიმდინარეობს

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს. მაყურებლის წინაში „ღამის შოუს ბენდი“ წარსდგა.შემსრულებლები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ.„ვხედავთ. რომ ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის კეთილდღეობა, ყველა არის ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული, რომ ჩვენი ქვეყნის გზა ევროპისკენ არის მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიზიარებთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება და ჩვენი ქვეყანა კიდევ და კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს“, - „ღამის შოუს“ ბენდის წევრმა, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ბაბი

ტაბლოიდი 1721548417

VIDEO: ულამაზესი ტორტი და წითელი ვარდების თაიგული - როგორ მიულოცეს ბაბი კირკიტაძეს დაბადების დღე

ბაბი კირკიტაძე იუბილარია.მომღერალს დაბადების დღე სცენაზე, ულამაზესი ტორტით და ვარდების თაიგულით მიულოცეს.ბაბი როგორც ყოველთვის ულამაზესია და და კადრებში საზეიმო განწყობა იგრძნობა.მან სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრი მილოცვა მიიღო. 

ბაბი

საზოგადოება 1718862725

ბაბი კირკიტაძის ახალმა იმიჯმა გამომწერები აღაფრთოვანა

ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს.მომღერალს თმის ახალი ფერი და ვარცხნილობა ძალიან უხდება.ბაბი როგორ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაშია, საოცრად მომხიბვლელია და უბრალოდ ანათებს.

ლიზა და ბაბი

ტაბლოიდი 1717514168

VIDEO: „ლიზა ხშირად ამღერეთ” – ლიზა ჩიჩუასა და ბაბი კირკიტაძის შესრულებამ მაყურებელი აღაფრთოვანა

ლიზა ჩიჩუამ და ბაბი კირკიტაძემ ,,ღამის შოუს” ეთერში სიმღერა ,,იძინებს მზე” შეასრულეს.ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა:,,ლიზა ხშირად ამღერეთ საოცრად კარგი ხმა აქვს”…,,ორი მშვენიერება, საოცარი დუეტი”.