პუტინი

მსოფლიო • 1792700742

სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხის განხილვა, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. კერძოდ, საუბარია ასეთი შეთანხმებების საბოლოო ვერსიებზე. მზად ვართ, ეს კონტაქტები ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უიტკოფმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა განიხილონ. რუსეთის პრეზიდენტი ამ მიდგომას დაეთანხმა.„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ მომავალში უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა.„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება.„ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის ომისთვის არ ვემზადებით“, – აღნიშნა პუტინმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1792698180

ზელენსკი: გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების სამ ვარიანტს განიხილავს.„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიების ერთიან სისტემაზე. არსებობს ნატო, რომლის იმედიც ყველას აქვს. თუმცა განიხილება როგორც ნატო, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი გარანტიები, ამ საკითხზე ამჟამად ამერიკელებთან ვსაუბრობთ. აქ მეხუთე შესწორებაც იგულისხმება. ასევე არსებობს მსურველთა კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატების მონაწილეობაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ეფუძნებოდეს უკრაინის ძლიერ არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვის ძალების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემადგენლობაზე, რისთვისაც „მნიშვნელოვანი დაფინანსება“ იქნება საჭირო.„ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ამის შესახებ იციან. ყველაფერი უკვე გათვლილი გვაქვს როგორც დაფინანსების, ისე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების საჭირო რაოდენობის თვალსაზრისით, რათა ჩვენმა სახელმწიფომ თავი მშვიდად იგრძნოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი NATO-ში გაწევრიანებაცაა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, მომგებიანი იყოს როგორც ალიანსისთვის, ისე რუსეთისთვის.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი არმია NATO-სთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო არის მნიშვნელოვანი უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე ჯერჯერობით დეტალურად არ ვსაუბრობთ, თუმცა პარტნიორებთან განვიხილავთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება თავად რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენსკის თქმით, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან საუბარს ელოდება.

dolari

ფინანსები • 1792697340

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5976 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9137 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9163 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792690490

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს დაავალა, „ბიბისის“ წინააღმდეგ ჩვენება 11 დეკემბრამდე მისცეს

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს დაავალა, ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) წინააღმდეგ ჩვენება 11 დეკემბრამდე მისცეს.საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ცილისწამების ბრალდებით შეტანის სარჩელს, სადაც ის კომპანიისგან კომპენსაციის სახით 10 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.მედიის ცნობით, აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ, ენჟოლიკ ლეტმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ტრამპს დაავალა, „ბიბისის“ ადვოკატების კითხვებს უპასუხოს.ცნობისთვის, 2025 წლის 10 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებული სიუჟეტის გამო BBC-ს 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელით დაემუქრა. მუქარა სატელევიზიო პროგრამის, პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში BBC-ის მიერ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვის შეცდომაში შემყვანი ფორმით გაშუქებას უკავშირდებოდა.ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.მოგვიანებით „ბიბისის“ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ გადაცემამ „არასწორი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირი მოწოდება გააკეთა ძალადობრივი ქმედებებისკენ“.

ევროკავშირი

მსოფლიო • 1792688160

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, იემენელი „ჰუსიტები“ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს „ჰუსიტების“ მოძრაობის სამხედრო და პოლიტიკური ფრთები, ასევე მისი ხელმძღვანელობა და სამხედრო და უსაფრთხოების აპარატი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადოს.რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს, ასევე სამხედრო შეტევას იემენში.ამასთან, რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მოითხოვენ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულებას და რეგიონულ არასტაბილურობაში ირანის როლს გმობენ. ევროპარლამენტარები ამ თავდასხმებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ იემენელი მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა დაიღუპა, იძულებით გადაადგილდა, ხოლო ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი გაუარესდა.ევროპარლამენტი ასევე გმობს ჰუსიტების მიერ ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ბოლო წლებში განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს.ცნობისთვის, იემენელ „ჰუსიტებს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალაიზია, ისრაელი და იემენის მთავრობა (საერთაშორისოდ აღიარებული) აღიარებენ.

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან

მსოფლიო • 1792656584

„ნიუ იორკ თაიმსი“: აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან

აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.გამოცემის ინფორმაციით, განახლებული სამხედრო მოქმედებები მოკლევადიანი, მაგრამ ინტენსიური იქნება.„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა გეგმის დეტალები ისრაელში ვიზიტის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილა.გამოცემის ცნობით, ახალი იერიშების სამიზნე ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ბირთვული ობიექტები, რაკეტებისა და დრონების არსენალი იქნება.ზოგიერთი ოფიციალური პირის ცნობით, თავდასხმების კიდევ ერთმა მასშტაბურმა სერიამ შეიძლება, გაანადგუროს ირანის ეკონომიკა და აიძულოს ქვეყანა დიპლომატიური დათმობებისკენ თითქმის რვათვიანი კონფლიქტის შემდეგ.მათივე ცნობით, განახლებული ომი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე აშშ-ისრაელის ინტენსიური დარტყმების პირველი ფაზა, რომელიც თებერვლიდან აპრილამდე გაგრძელდა.

ევროკომისია

მსოფლიო • 1792654573

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებებზე

ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ POLITICO წერს.საკითხი მიმდინარე კვირას მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში სამმხრივი შეხვედრის შესათავაზებლად გაემგზავრა.ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტად არ აღიქვამს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან საუბარზე უარს ამბობს. პაველის აზრით, ევროპამ უნდა დაასახელოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დანარჩენები მოლაპარაკების მანდატს მისცემენ.„პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ვერსია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბია. მას ტრამპთან ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან დიდი გამოცდილება აქვს. სტუბი ოსლოში ზელენსკისა და უიტკოფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.„არჩევანი იმის თაობაზე, ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაფუძნებული იქნება იმაზე, რა მოიტანს ყველაზე დიდ სარგებელს, და არა პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ან ნარცისულ მიკერძოებებზე“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.ევროპელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პუტინთან დალაპარაკებას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი და კალასი უკრაინის მხარესთან ზედმეტად დაკავშირებულად აღიქმებიან, კოშტა კი უფრო მიუკერძოებელ შუამავლად გამოიყურება.

ვირუსი

საზოგადოება • 1792619381

კოქსაკის ვირუსი - როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბოლო დღეებში ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გამოვლენის შესახებ, რასაც მშობლების შეშფოთება მოჰყვა. რა არის კოქსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომებით ხასიათდება და როდის საჭიროებს ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას? საკითხში გასარკვევად გთავაზობთ ინფორმაციას ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ, საერთაშორისო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით.კოქსაკის ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ერთ-ერთი გამომწვევია. ის ხშირად იწვევს ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სიცხე, პირის ღრუს მტკივნეული წყლულები და კანზე გამონაყარი. ინფექცია ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და გართულებების პრევენცია.აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განმარტებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას რამდენიმე ტიპის ენტეროვირუსი იწვევს, მათ შორის კოქსაკის A16 და A6 ვირუსები. დაავადება ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება მოზარდებსა და ზრდასრულებშიც შესაძლებელია.რა არის კოქსაკის ვირუსი?კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის სხვადასხვა ვირუსმა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები გამოიწვიოს - მსუბუქი რესპირატორული ინფექციიდან დაწყებული, ხელ-ფეხ-პირის დაავადებით დამთავრებული.კოქსაკის ვირუსთან ხშირად ასოცირდება ხელ-ფეხ-პირის დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება. პირის ღრუში წარმოქმნილი მტკივნეული წყლულები კი ბავშვს ჭამასა და სითხის მიღებაში უშლის ხელს.როგორ ვრცელდება კოქსაკის ვირუსი?ინფექცია საკმაოდ გადამდებია და მისი გავრცელება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ჰაერში გაფანტული წვეთებით: ინფიცირებული ადამიანის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი ნაწილაკებით.დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით: ვირუსი შესაძლოა მოხვდეს სათამაშოებზე, კარის სახელურებსა და სხვა ხშირად გამოყენებულ ნივთებზე. ინფიცირება შესაძლებელია, თუ ადამიანი დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს შეეხება.ნერწყვითა და ბუშტუკების სითხით: ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ახლო კონტაქტისას ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით.ფეკალურ-ორალური გზით: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ტუალეტის გამოყენების ან საფენის გამოცვლის შემდეგ, თუ ხელები სათანადოდ არ დაიბანა.CDC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ კვირაში, თუმცა ვირუსი განავალში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდეს. ამასთან, ინფექციის გადაცემა უსიმპტომო ადამიანებისგანაც შესაძლებელია.რა სიმპტომებით ვლინდება კოქსაკის ვირუსი?ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როგორც წესი, დაახლოებით 3–7 დღე გადის. დაავადება ხშირად თავდაპირველად სიცხითა და საერთო სისუსტით იწყება.ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:სხეულის ტემპერატურის მომატება;ყელის ტკივილი და მადის დაქვეითება;საერთო სისუსტე და გაღიზიანებადობა;პირის ღრუში მტკივნეული წყლულები ან ბუშტუკები;გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე;ზოგჯერ გამონაყარი დუნდულებზე, ფეხებსა და ხელებზეც.გამონაყარი შესაძლოა წითელი ლაქების ან სითხით სავსე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ უვითარდება - ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოა.პირის ღრუს წყლულები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან ტკივილის გამო მათ შესაძლოა სითხის მიღებაზე უარი თქვან.რამდენად საშიშია კოქსაკის ვირუსი?შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი 7–10 დღეში გამოჯანმრთელდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, გართულებების რისკი არსებობს.ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვს პირის ღრუს ტკივილის გამო საკმარისი სითხის მიღება უჭირს.იშვიათ შემთხვევებში ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი. ასეთი გართულებები იშვიათია, თუმცა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას.ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია, თუ:ბავშვს სითხის დალევა არ შეუძლია ან შარდვა საგრძნობლად შეუმცირდა;მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გრძელდება;აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება ან უჩვეულო მოდუნება;მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ათ დღეში არ უმჯობესდება;ავად არის ექვს თვემდე ასაკის ჩვილი.ძლიერი მოდუნების, ცნობიერების ცვლილების, კრუნჩხვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.როგორ მკურნალობენ კოქსაკის ვირუსს?კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელ-ფეხ-პირის დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და გაუწყლოების თავიდან აცილებას ემსახურება.რეკომენდებულია:სითხის ხშირი მიღება მცირე ულუფებით;გრილი სასმელები და რბილი საკვები, თუ ყლაპვა მტკივნეულია;დასვენება;სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო.როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?პრევენციის მთავარი საშუალება ჰიგიენაა. ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენების, საფენის გამოცვლისა და ბავშვის მოვლის შემდეგ.ასევე მნიშვნელოვანია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და სათამაშოების გაწმენდა, პირადი ჭურჭლის გაზიარებისგან თავის შეკავება და ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნების საკითხი უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობისა და ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით. CDC-ის მითითებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადების მქონე ბავშვი შეიძლება დაუბრუნდეს დაწესებულებას, თუ სიცხე აღარ აქვს, თავს საკმარისად კარგად გრძნობს და პირის ღრუს წყლულების გამო უკონტროლო ნერწყვდენა არ აღენიშნება. კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები მოქმედებდეს.

შვილიშვილები ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავენ - კვლევის შედეგები

რჩევები • 1792618978

შვილიშვილები ასაკოვან ადამიანებს დემენციისგან იცავენ - კვლევის შედეგები

შვილიშვილებზე ზრუნვა ხანდაზმულ ადამიანებს მეხსიერებისა და აზროვნების უნარების შენარჩუნებაში შეიძლება დაეხმაროს. კვლევების თანახმად, შვილიშვილებთან დროის გატარება დადებითად უკავშირდება ხანდაზმულთა კოგნიტიურ ფუნქციებს, თუმცა ბებიებისა და ბაბუების შემთხვევაში გარკვეული განსხვავებები გამოვლინდა.როგორც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გამოცემა Harvard Health Publishing წერს, 2026 წელს გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2 887 ბებია-ბაბუის მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო. მკვლევრები 2016-2022 წლებში შეგროვებულ ინფორმაციას, მათ შორის მეხსიერებისა და აზროვნების ტესტების შედეგებს სწავლობდნენ.კვლევამ აჩვენა, რომ ბებია-ბაბუებს, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ, მეხსიერებისა და ენობრივი უნარების ტესტებში უკეთესი შედეგები ჰქონდათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც შვილიშვილების მოვლაში არ მონაწილეობდნენ.თუმცა, დროთა განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციების შედარებით ნელი გაუარესება მხოლოდ იმ ბებიებში გამოვლინდა, რომლებიც შვილიშვილებზე ზრუნავდნენ. მსგავსი განსხვავება ბაბუების შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შვილიშვილებთან ურთიერთობა ხანდაზმულ ადამიანებს გონებრივად აქტიურობასა და სოციალურ კავშირების შენარჩუნებაში ეხმარება. თამაშში მონაწილეობა, ბავშვებთან საუბარი და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შესაძლოა გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას უწყობდეს ხელს.დემენციის რისკთან დაკავშირებული სხვა კვლევებიც საინტერესო შედეგებს აჩვენებს.2024 წელს სამეცნიერო ჟურნალ The Journals of Gerontology: Series B-ში გამოქვეყნებულმა ამერიკულმა კვლევამ, რომელშიც 52 წლისა და უფროსი ასაკის 10 217 ბებია-ბაბუის მონაცემები შეისწავლეს, აჩვენა, რომ შვილიშვილებზე ზრუნვა დემენციის შედარებით დაბალ რისკთან იყო დაკავშირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში. თუმცა, შედეგები განსხვავდებოდა იმის მიხედვით, რამდენად ინტენსიურად ზრუნავდნენ მონაწილეები შვილიშვილებზე და ცხოვრობდნენ თუ არა მათთან ერთად.მკვლევრების მიხედვით, ბებიებში დემენციის შედარებით დაბალი რისკი შვილიშვილებზე ზომიერი ინტენსივობით ზრუნვისას გამოვლინდა, ხოლო ბაბუებში ინტენსიური ზრუნვის შემთხვევაში, როდესაც ისინი შვილიშვილებთან ერთად არ ცხოვრობდნენ.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევები შვილიშვილებზე ზრუნვასა და კოგნიტიურ ჯანმრთელობას შორის კავშირს აჩვენებს და არ ამტკიცებს, რომ ბავშვების მოვლა დემენციისგან პირდაპირ იცავს. შედეგებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური ურთიერთობები და ცხოვრების წესი.მიუხედავად ამისა, მეცნიერების დაკვირვებები მიუთითებს, რომ ოჯახური ურთიერთობები და სხვადასხვა თაობას შორის აქტიური კომუნიკაცია ხანდაზმულთა გონებრივი ჯანმრთელობის შესწავლისას მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

dolari

ფინანსები • 1792618819

ვალუტის განახლებული კურსი 22 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9163 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792614386

დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ტრმპმა აღნიშნა, გაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

✕