ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

ორბანმა განაცხადა, რომ დელეგაცია უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების სრულ მიმოხილვას გამართავს, განიხილავს მშვიდობის საკითხებს და ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პაკეტს გააფორმებს.