დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1755163420

დავით ქართველიშვილი ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: სააკაშვილის ბედზე კომფორტულ კლინიკაში ზელენსკიმ არც იოცნებოს

ხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები „პატიმროვიჩს“. იმ პერსპექტივის არ მჯერა უბრალოდ, რომ კომფორტული ხუთვარსკვლავიანი კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსებენ. მის შემთხვევაში ეს ფუფუნება გამორიცხულია. ისეთი ფატალურად სახიფათო „წითელი ხაზები“ გადაკვეთა, რის შემდეგ გადარჩენის შანსი როგორც წესი აღარ რჩება არც წუთისოფელში და არც ზეცაში, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც უკრაინელი პოლიტიკოსის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ის ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ბედს უწინასწარმეტყველებს.დავით ქართველიშვილი სააკაშვილის და ზელენსკის მმართველობას შორის პარალელებს ავლებს და იმ გადაკვეთის წერტილებზე საუბრობს, რაც მათ რეჟიმებს ახასიათებთ.„მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები „პატიმროვიჩს“. იმ პერსპექტივის არ მჯერა უბრალოდ, რომ კომფორტული ხუთვარსკვლავიანი კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსებენ. მის შემთხვევაში ეს ფუფუნება გამორიცხულია. ისეთი ფატალურად სახიფათო „წითელი ხაზები" გადაკვეთა, რის შემდეგ გადარჩენის შანსი როგორც წესი აღარ რჩება არც წუთისოფელში, და არც ზეცაში.მან „მოახერხა" და „ბოთლიდან" ნაციზმის და ფაშიზმის „ჯინი" გამოუშვა, ხოლო მის ამ „ბოთლში" მოთავსების ძალებს: ისტორიულ მეხსიერებას, ომის ვეტერანებს თუ ძეგლებს ბრძოლა გამოუცხადა. მისი შემდეგი სამიზნე ამაზე უფრო სატანისტური გადაწყვეტილება იყო: ღვთისმშობლის მესამე წილხვდომილობასთან (კიევო-პეჩორას ლავრა) და ზოგადად, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ბრძოლა იყო, ხოლო „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ", ბრძანებს სახარება.არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო სინდიკატების დონეზე უპრეცედენტო კორუფცია მძვინვარებდა საკუთარი მოსახლეობის, მისი განადგურებული გენოფონდის ხარჯზე. ამიტომ, ამ ომში თითოეულ გამდიდრებას სისხლის მძაფრი სუნი ასდის. აქ კი ვეთანხმები „პატიმროვიჩს". აგვისტოს ომის დროს, იმიტომაც არ არსებობდა არც მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, არც მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის სურვილი: „მეტი ტრუპი" ესაჭიროებოდა ბელადს და მეტი განადგურებული სოფელი თუ ქალაქი. შემდგომში, ქვეყნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი მას აშკარად ეცოტავებოდა ასათვისებლად. მას, როგორც მინიმუმ 9 მილიარდის იმედი ჰქონდა. უკრაინის მიერ კი სისხლზე ათვისებულ მილიარდებთან შედარებით ესეც კი, მიზერულ თანხად გამოიყურება. ქვეყანაში კი, გრძელდება საზარბაზნე ხორცზე ნადირობა - ოცამდე მილიონი გარე თუ შიდა მიგრანტის ფონზე, ცოცხლად დარჩენილი უკრაინელი მამრების ფიზიკური განადგურების პოლიტიკა აკვიატებული ფსიქიატრიული აშლილობის ნიშნებს ატარებს. საგულდაგულოდ მალავენ ამ ომის მსხვერპლის რეალურ რაოდენობას, მაგრამ როგორც კი სიმართლე გაშიშვლდება, უკრაინელი ერის დემოგრაფიული კატასტროფა „ასობით ჩერნობილის" ეფექტს გადაფარავს.2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ერთ ცალკეულ ქვეყანაში „ლუციფერის“ პირდაპირი მმართველობა. ჯერ დაანახა, ხოლო შემდგომ დაამარცხა, რათა ამ საშინელ ექსპერიმენტს მიმბაძველი არ გასჩენოდა. მაგრამ 2013 წლის ნოემბერში სააკაშვილის „ავი სული" კიევში იმიტომაც გაემგზავრა, რომ ამჟამად უკვე უკრაინას გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონოდა. 9 ცხრა საკრალური წელიწადი ამყოფა მან საქართველო ჯოჯოხეთში და 9 ცხრა ფატალური წლით (2013-2022) უკრაინის ჯოჯოხეთს უწყობდა ხელს. შემდეგ განერიდა და ჯოჯოხეთის რეანიმირების მიზნით საქართველოში დაბრუნდა.ჩვენგან განსხვავებით კი, სადაც პოსტ-სააკაშვილის ეპოქა ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს, 9 წლის შემდეგ უკრაინაში ეს ექსპერიმენტი „ლაითი“ ფორმით ვერ დასრულდა და მისი ყველაზე მწვავე და გამანადგურებელი ფაზა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. ამიტომ, სააკაშვილის ბედზე კომფორტულ კლინიკაში ზელენსკიმ არც იოცნებოს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

არესტოვიჩი

მსოფლიო 1755103415

ალექსეი არესტოვიჩი - ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული

ზელენსკის მომავალი როგორი იქნება, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიეზღვევა კორუფციისა და ომის გაჭიანურებისთვის.„უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე, ზელენსკის ბედი უსახური საკითხია. ადამიანურად მეცოდება კიდევაც, ეს არის ფიასკო. როგორ დასრულდება ეს ფიასკო – მონასტირსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსგავსად, თვითმფრინავის გაქრობით თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, მისი გადაცემით თუ ციხეში ჩასმით, ეს უკვე მეათეხარისხოვანი საქმეა. პოლიტიკურად ის დასრულებულია, ეს არის ნეგატიური დასასრული. არ იქნება ტრიუმფატორის წასვლა, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა და ასე შემდეგ. მას დაეწევა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეძლეს კორუფციის ნაწილში, როდესაც სამხედროებს ჰპარავდნენ; ომი სამ წელიწადის განმავლობაში გააჭიანურეს, მაშინ როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე შეიძლებოდა მისი დასრულება და ასობით ათასი ადამიანის გადარჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

ზელენსკი

მსოფლიო 1746132103

ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის მიმართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ.მისივე თქმით, სანქციების მესამე პაკეტი მოიცავს ცხრა შემზღუდველ ზომას ფიზიკური პირების წინააღმდეგ.„მათგან, სამწუხაროდ, შვიდს აქვს უკრაინის მოქალაქეობა, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების პროპაგანდას და ამართლებენ ომს, ომში უკრაინისა და ჩვენი თავდაცვის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებენ. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ და სხვა სანქცირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მხარდაჭერილი იყოს პარტნიორ იურისდიქციებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. სულ შეზღუდვები დაუწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის „შავ სიაში“ შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

ალექსეი არესტოვიჩი

მსოფლიო 1746105500

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სულ შეზღუდვები დაწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის შავ სიაში შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.ბრძანების თანახმად, არესტოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე მედიის გავრცელების აკრძალვა, უკრაინაში პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვა.ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში არესტოვიჩმა გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სანქციები სავარაუდოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტი 2023 წლის იანვარში დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ დნეპრში საცხოვრებელი სახლს რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შედეგად დაეცა.უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთი „ძალადობის პროპაგანდისთვის“, მეორე ცრუ ჩვენების მიცემისთვის.რუსეთში არესტოვიჩს ბრალი წაყენებული აქვს ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, ის შეიყვანეს როსფინმონიტორინგის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში. დაუსწრებლად მისჯილი აქვს პატიმრობა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1742466983

აშშ-ის წინა ელჩი პირდაპირ ეუბნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ დაიწყეთ აქ ომი და გვერდში დაგიდგებითო, როგორ დაუდგნენ გვერდში უკრაინას, ვხედავთ - გურამ მაჭარაშვილი

აშშ-ის ელჩი პირდაპირ ეუბნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიწყეთ აქ ომი, 10 000 - 20 000 ადამიანი დაგეხოცებათ მეტი არა, მათთვის ეს სტატისტიკა ყოფილა. შემდეგ გადით ტყეში და იქიდან ებრძოლეთ რუსებს და ჩვენ გვერდში დაგიდგებით, როგორ დაუდგნენ უკრაინას გვერდში ამას ჩვენ, ვხედავთ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.„საქართველო უნდა შეგვეშველოს ბავშვების და ქალების ხოცვაში და ა.შ. უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მრჩეველი არესტოვიჩი, პოდოლიაკი უკრაინის რადიდან და ასე შემდეგ. პირდაპირ ეს სიტყვები არავის არ დავიწყებია. ეს პირდაპირ ასახულია ჩვენს წერილებში. როდესაც „ხალხის ძალა“ პირველად ამას ვამბობდით, რა მეორედ მოსვლა დაიწყეს, კარგად გვახსოვს, როდესაც ვამხილეთ ამერიკის საელჩო, რომლის წინა ელჩი პირდაპირ ეუბნებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიწყეთ აქ ომი 10 000 - 20 000 ადამიანი დაგეხოცებათ მეტი არა, მათთვის ეს სტატისტიკა ყოფილა. მერე გადით ტყეში და იქიდან ებრძოლეთ რუსებს და ჩვენ გვერდში დაგიდგებით, როგორ დაუდგნენ უკრაინას გვერდში ამას ჩვენ, ვხედავთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იხსენებს ერთ-ერთი ფონდის მაღალჩინოსანთან კომუნიკაციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დახურა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, იყო მოთხოვნა, რომ საქართველოს ემოქმედა კონკრეტული მითითებების შესაბამისად. საუბარია საქართველოს ომში ჩართვასა და სანქციებზე.

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა 1741849237

დავით ქართველიშვილი ალექსეი რეზნიკოვს: ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის ინტერვიუს ეხმიანება და ურჩევს მას ის გამონათქვამები გადაიკითხოს, რომელსაც უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მისამართით აკეთებდნენ და ოფიციალურ თბილისს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ. ამ უკანასკნელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინას არასოდეს მოუთხოვია საქართველოს ომში ჩართვა.დავით ქართველიშვილმა თავი მოუყარა უკრაინის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებენ და ისინი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:„მაშ „полная ложь“ არა? ერთმა გენიოსმა კიეველმა ბრძანა ერთხელ: „ხელნაწერები არ იწვიანო“. უკრაინაში მიხეილ ბულგაკოვის ძეგლების განადგურებას, გადაგეკითხათ...ალექსანდრე გონჩარენკო, უკრაინული რადას დეპუტატი: „მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა.“მიხაილო აპოსტოლი, უკრაინული რადას დეპუტატი: „ქართველებო! აფხაზეთში დაბრუნების დიდი შანსი გაქვს! ჩვენ ჩავკეტეთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ! მოლდოველებს! დაიბრუნეთ დნესტრისპირეთი საკუთარ თავთან! ადვილი იქნება თქვენთვის! ერთად გავტეხოთ შეშლილი დათვი!“ალექსეი დანილოვი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებს: „რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას დაეხმარება.“ანდრეი კასიანოვი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: „უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.“ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ღიად ამბობს, რომ „სააკაშვილი ომზე უარს არ იტყოდა.“ოლექსი არესტოვიჩი: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები“ დენის შმიგალი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი: „მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ალექსეი არესტოვიჩი

ომი უკრაინაში 1740484270

ალექსეი არესტოვიჩი: უმაღლესი რადა აშშ-ს სიგნალს უგზავნის - მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მათთან, ვინც სათავეში რჩება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აღიარა.როგორც არესტოვიჩი წერს, რადამ ზელენსკის ევროპელი პარტნიორების თანდასწრებით სილა გააწნა. ის ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩაგდებით და პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ზელენსკის მანდატის არაღიარებით, პარლამენტმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი წასვლის დროა.რეზოლუციაში, რომელსაც რადამ მხარი არ დაუჭირა, წერია, რომ: „ომის დროს არჩევნები არ ტარდება და რომ ზელენსკი არჩეულია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებით, ხოლო მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებენ“.„ეს აშკარა სიგნალია: წადი ახლა, შენ უვადო მანდატს არავინ მოგცემს და ეს ყველაფერი ევროპის თვალწინ. ევროპა გარანტიებს ელოდება და ხედავს პარლამენტს, რომელიც, ფაქტობრივად, პრეზიდენტს უკუთვლის წამმზომს ურთავს. ეს სანახაობრივი სილის გაწვნაა. ზელენსკის შეახსენეს, რომ ის დროებითია, რომ მას უკვე დღეები აქვს დარჩენილი [თანამდებობაზე]. უმაღლესი რადა აშშ-ს სიგნალს უგზავნის - მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს მათთან, ვინც სათავეში რჩება“, - წერს არესტოვიჩი და აღნიშნავს, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, პრაგმატულად და ილუზიების გარეშე უნდა იმოქმედონ.

არესტოვიჩი

ომი უკრაინაში 1739988318

არესტოვიჩი: ჩემი ინფორმაციით, სიტყვებს მალე უნდა მოჰყვეს საქმე, კერძოდ, განიხილება ზელენსკის გარემოცვის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების შემოღების შესაძლებლობა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვას. ასე გამოეხმაურა ის ამერიკელი ლიდერის მიერ ზელენსკის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს სოციალურ ქსელებში.„ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვებს მალე მოქმედება უნდა მოჰყვეს. კერძოდ, განიხილება ზელენსკის გარემოცვის წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების შემოღების შესაძლებლობა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.პოლიტიკოსმა ასევე უწოდა უკრაინის ლიდერს „არა მთლად გონიერი კლოუნ-დიქტატორი“ და „ავადმყოფი ნარკომანი, რომელსაც მთელი ქვეყანა მძევლად ჰყავს“.მანამდე ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „დიქტატორი არჩევნების გარეშე“, რომელმაც შეიძლება დაკარგოს თავისი ქვეყანა, თუ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. გარდა ამისა, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაითრია შეერთებული შტატები ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელია. ტრამპმა დასძინა, რომ შეერთებული შტატების გარეშე ზელენსკი ვერასოდეს შეძლებს რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებას.იანვრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის არალეგიტიმური ლიდერი და არ შეუძლია გააუქმოს საკუთარი აკრძალვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, განკარგულების გაუქმების გზა ჯერ კიდევ არსებობს - ამის გაკეთება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეუძლია, მაგრამ მოსკოვი კიევის მხრიდან ამ სამართლებრივი საკითხის დახურვის სურვილს ვერ ხედავს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს. - წერს არესტოვიჩი ტელეგრამის არხზე

ალექსეი არესტოვიჩი

ომი უკრაინაში 1739860689

უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, დარწმუნებული ვარ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, მე ვერ ვხედავ სიმშვიდეს ჰორიზონტზე - ალექსეი არესტოვიჩი

მე ვამბობ როგორც იყო - ჩვენ გაგვყიდეს რუსებზე 500 მილიარდად, რუსეთის გავლენის ზონად და ამასთან ეს 500 მილიარდი უნდა გადავიხადოთ ჩვენ და არა რუსეთმა. ეს არის, რაც ხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.მისივე თქმით, როდესაც დასავლეთმა დაინახა, რომ მის დახმარებას იპარავდნენ უკრაინის ჩინოვნიკები, ხოლო გენერლები სულ უფრო ცუდად იბრძოდნენ, მათ გადახედეს უკრაინის სტატუს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს.„ეს მოხდა რამდენიმე მიზეზით: 1 მიზეზი - ჩვენ ისე ვიქცეოდით, რომ სულ ვკარგავდით ჩვენს  პარტნიორულ თვისებებს. ორი წლის წინ ჩვენ განგვიხილავდნენ როგორც აღმოსავლეთის ღამის გუშაგს, ისინი გაოცებული იყვნენ თუ  როგორ ვუმკლავდებოდით რუსეთის შენაერთებს. ისინი მიხვდნენ, რომ ვა რა ბიჭები არიან, ეს აღმოსავლეთის ღამის გუშაგია და ამიტომ ყველაფრით უნდა მოამარაგონ, იარაღით და ა.შ რომ შეაკავონ რუსეთი. მაგრამ როდესაც მათ ნახეს, რამდენს ვპარავდით საკუთარ ჯარისკაცებს, მათი სისხლის საფასურად, სახელმწიფო და ჩინოვნიკები რამდენს იპარავდნენ, მიხვდნენ, რომ დასავლეთის დახმარება იპარებოდა, დაწიეს ჩვენი სტატუსი და გადახედეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების დონეს, რომ ძალიან დიდი ამბიციებია და არავის არ უნდა შეცვლა, გაკვეთილის სწავლა, უფრო ცუდად და ცუდად იბრძვიან არა ჯარისკაცები, არამედ გენერლები. ჩვენი სტატუსის გრაფიკი სულ ქვემოთ და ქვემოთ იწევს. მათ დაწიეს ჩვენი სტატუსი, უფრო ზუსტად ჩვენ დავწიეთ, ნეიტრალურ ტერიტორიამდე ანუ რუხ ზონამდე“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1739521854

ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, რატომ საუბრობს იმავეს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“? - გურამ მაჭარაშვილი

ჩვენი ნათქვამი თუ ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, შეეწინააღმდეგონ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, იმ მტკიცებულებების გამოაშკარავება გრძელდება, რაზეც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში საუბრობდა.„იმ მტკიცებულებების გამოაშკარავება გრძელდება, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. სამწუხარო მოცემულობა იყო, რაც უკრაინაში ხდებოდა, მაგრამ იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი არ თქვა. ეს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა როცა თქვა, გახსოვთ, რა დღეში ჩააგდეს. შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, ახლა კი, ამერიკის პრეზიდენტმა იმ სიმართლეს დაუსვა წერტილი, რასაც ვამბობდით – ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება არარეალისტურია. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, ვიზიტებზეა საუბარი და არავის ახსოვს არც ევროკავშირის ბიუროკრატია და შეიძლება, მხოლოდ უკრაინა ჩართონ მოლაპარაკებების საკითხში. სამწუხაროდ, რისთვისაც უკრაინაში ომი დაიწყო, ნატო-ში შესვლა-არშესვლაზე, უკრაინამ ამაზე უარი მიიღო, რადგან დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატო-ში არ მიიღებს. ამ ფონზე, უკრაინას ამერიკისთვის ნახევარი ტრილიონი აქვს გადასახდელი, დაკარგა ტერიტორიები, ადამიანები და ბუნდოვანი მომავალი აქვს. ეს სამწუხარო მოცემულობა რატომ დადგა, ამაზე პასუხებია გასაცემი. იგივე უნდოდათ საქართველოში. ზელენსკის თავისივე პარტნიორებიც გადაუდგნენ, ჯერ არესტოვიჩი, რომელიც ომისკენ მოგვიწოდებდა, შემდეგ გონჩარენკო. ახლა ეს ორივე ამბობს, რომ უკრაინაში დიქტატურა მყარდება. საქართველოში სწორედ უკრაინიზაცია არ გვინდოდა. სად არიან ის ჟურნალისტები, კითხვას რომ სვამდნენ, უკრაინას გამარჯვებას რატომ არ უსურვებთო? ამ ადამიანებს, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა კიდევ რომ უნდათ. რატომ არ ამბობენ, რა შეთანხმებაა და რას ამბობს ტრამპი? – გვედავებოდნენ, არ გვეთანხმებით, უკრაინა იმარჯვებსო. თურმე უკრაინაში დემოკრატია ყვაოდა და საქართველოში უკან მიდიოდა. გვეკითხებოდნენ, ომი ვის უნდა, რას იგონებთო, აი, ბატონო – ფაქტები. ჩვენი არ სჯეროდათ და ახლა ტრამპის მაინც დაიჯერონ. თუ ჩვენი ილუზიები იყო, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რატომ საუბრობს იმავეს, რომელმაც ცელი გამოუსვა „დიფ სთეითს“ და „გლობალურ ომის პარტიას“, მათ შორის ევროკავშირში. სად არიან ევროკავშირის კომისრები და არ საუბრობენ, რომ ომში უკრაინას უნდა დაეხმარონ? აქ რომ ჭკუას გვასწავლიან, სად არის ის ხალხი, შეეწინააღმდეგონ განცხადებებს ამერიკის პრეზიდენტისას, რომელმაც უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებაზე პირდაპირ უარი უთხრა?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ალექსეი არესტოვიჩი

ომი უკრაინაში 1739439958

უკრაინის გაყოფა დაიწყო. ტრამპი ამაში დამნაშავე არ არის - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ უკრაინის გაყოფა დაიწყო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამაში დამნაშავე არ არის.„ვხედავ, რომ ბევრი ცოტათი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ჩვენი, როგორც მოკლული ბიზონის გაყოფა დაიწყეს. რათა თქვენ უფრო მეტად გაგაოცოთ (ხოლო ფილოსოფია გაოცებით იწყება), გეტყვით, რომ ეს ტრამპი არ არის. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსეთთან და „დემოკრატებთან“ იყო შეთანხმებული. ძალიან სასაცილოა თვალი ადევნო იმას, თუ როგორ ერევათ გული „დემოკრატებს“ და ევროპელებს გაოცებისგან“, - დაწერა არესტოვიჩმა.მისი თქმით, ევროპელები რამდენიმე თვე „ცივილურობას გამოიჩენენ“, ხოლო შემდეგ თვითონაც შეუერთდებიან გაყოფის პროცესს. „მათ ასეთი რიტუალი აქვთ“, - დასძინა მან.როგორც არესტოვიჩი წერს, საქმე მხოლოდ ტერიტორიების გაყოფას არ ეხება. არესტოვიჩს თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილიც კი დათმოს.ამერიკელები და რუსები მოილაპარაკებენ და საერთო პოლიტიკურ და ბიზნეს სქემებს შექმნიან, ხოლო იმ აქტივებს, რომელიც აშშ-თვის საინტერესო არ იქნება, რუსეთს გადასცემენ.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1738322535

რუბიო მოუწოდებს სახელმწიფოებს, ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ, ეს რეალობა დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს - მაჭარაშვილი

რუბიო მოუწოდებს სახელმწიფოებს, ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ. ჩვენ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოვწიეთ და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ დათქმებზე უარი ვთქვით. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სამწუხაროდ, არახალია, რომ უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, მისი დელეგაცია ევროსაბჭოში, იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.„მინდა, საზოგადოებას შევახსენო „დიფ სთეითზე“, გლობალური ომის პარტიაზე, ზეწოლაზე და ომზე „ხალხის ძალის“ წერილები და კომენტარები, რაც ერთი ერთში თქვა და აღასრულა ამერიკელმა ხალხმა. ახლა ამას აღასრულებს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩაიწერა ისეთი პირობები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მათ შორის ერივნული ღირსების. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, იყო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაგვეტოვებინა, სწორედ ეროვნული ღირსების დაცვის გამო. ეროვნული ღირსება უნდა იყოს დაცული და ამავდროულად, დაემთხვა ამერიკის დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის მოწოდებას მსოფლიო ერებისადმი. ბატონი რუბიო მოუწოდებს მთელ კაცობრიობას და სახელმწიფოებს, რომ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოწიონ. ჩვენ ეროვნული ღირსება წინა ხაზზე წამოვწიეთ და ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ დათქმებზე უარი ვთქვით. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც დააყენა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკელმა ხალხმა 5 ნოემბერს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საზოგადოება ამას იტყვის გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს.სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით და არახალია, რომ უკრაინის ხელისუფლება მისი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, მისი დელეგაცია ევროსაბჭოში, იბრძვის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. გონჩარენკო, არესტოვიჩი და ზელენსკი ამბობდნენ, გაისეირნეთ ახლა აფხაზეთშიო და შემდეგ ამას აჰყვა აქაური ქართული აგენტურა, რომ სირცხვილია, ახლა ჩვენ რომ არ ვიბრძოლოთ და ეს შანსი არ გამოვიყენოთო. ახლა უკვე შეცვალეს რიტორიტორიკა და ვნახე ზელენსკის ორი დღის წინანდელი განცხადება, რომ ომით კი არა, თურმე დიპლომატიური გზებით უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. გამარჯობა, ამას ჩვენ წლების განმავლობაში ვამბიბდით, როცა თქვენ, სამწუხაროდ, თქვენივე სახელმწიფოში ასეთი პროცესები წარმართეთ. ეს არ გეყოთ და ქართული სახელმწიფოს განადგურება და მეორე ფრონტი გინდოდათ. ამას არქივი ინახავს. არქივიც არ სჭირდება, ქართულ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს, მათ შორის იმისთვის, რომ პასუხი აგონ აქაურმა აგენტურამაც, რომელსაც პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.სამწუხაროდ, ამას აგრძელებს უკრაინის წარმომადგენლობა ქართულ აგენტურასთან ერთად ევროსაბჭოში. ზუსტად ეს იყო მამოძრავებელი მიზანი. მათ ერთი პატრონი ჰყავთ „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის სახით ყველგან, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მადლობა ღმერთს, ყველგან არიან კიდევ საღად მოაზროვნე ადამიანები შემორჩენილი, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოშიც, რომლის წევრობასაც საქართველო აგრძელებს.თუმცა, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ამერიკაში უკვე უჭირთ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს, ევროკავშირში, ჯერჯერობით როგორც ჩანს, ისევ ფაფხურობენ. მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმოდგენლებთან ერთად, აქაური აგენტურა თავიანთი საერთო პატრონების მეშვეობით მეორე ფრონტს ცდილობდა, აქ ლგბტ პროპაგანდის დანერგვას და სუვერენიტეტის გაუქმებას ცდილობდნენ. ეს კლასიკური მაგალითია, როგორ ღალატობენ აქაური აგენტურა და უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე, რომელიც ასეთ დღეში ჩააგდეს, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოში უკრაინიზაცია მომხდარიყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სახე უკვე თავიდან ბოლომდე გაშიფრულია.„ნაბიჯი, რასაც ჰქვია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა არის ერივნული ღირებულებების წინა ხაზზე წამოწევა. ამერიკის პრეზიდენტმა ევროკავშირს პირდაპირ უთხრა, ამერიკას არასამართლიანად ექცევიო და ახლა რა უნდა უკვირდეს ევროკავშირს ან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ჩვენ, ქართველებმა ვთქვათ, მათი მხრიდან არის არასათანადო მოპყრობა იმ საკითხებზე, გამჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე, რომელთან დაკავშირებითაც ტრამპს უკვე ბრძანებები აქვს მიღებული, აღსრულებაშია მისული და ამაზე ხმას არ იღებს ევროსაბჭოს წარმომადგენლობა და საპარლამენტო ასამბლეა.რატომ არ იღებს ხმას და რატომ არ ამბობს, რომ ტრამპის ეს ბრძანებები რუსული ან ადამიანის უფლებების შემლახავია. ვერ ამბობენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ამერიკაა. ახალი დაბალი ღობე გვნახეს და უნდათ, როგორმე ჯოხი ჩვენზე გადატეხონ, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ქართული მენტალიტეტი და ქართული საზოგადოება იმ დონეზეა, რომ ამ დეზინფორმაციას არ აჰყვეს. „დიფ სთეითის“ სახე თავიდან ბოლომდე უკვე გაშიფრულია, სადაც არ უნდა მივიდნენ და რა ფორმაც არ უნდა გადაიცვან – თუმცა ახლა ფორმასაც აღარ იცვამენ – მაინც გამოუჩნდებათ „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის კუდები. უკვე ყველგან თავიდან ბოლომდე ჩანან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.