ალექსანდრე დარახველიძე

საზოგადოება 1714594921

ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და უნებართვო შეჭრა არ არის შეკრება- მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი ნიშნების გამოკვეთისთანავე დაიწყება გამოძიება.მისივე თქმით, ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და შეჭრა არ არის მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო."თუკი, რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულების ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაძლო რეაგირებას რაც კანონით არის გათვალისწინებით.ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და უნებართვო შეჭრა ეს არ არის შეკრება მანიფესტაციის უფლებით დაცული სფერო,"- აცხადებს დარახველიძე.

აქცია

სამართალი 1714594570

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა."ინფორმირების მიზნით გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტი შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოდ: წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის.შსს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, რეზინის ტყვიები არ გამოუყენებიათ“, - აღნიშნა დარახველიძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

სამართალი 1714592625

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, 00:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.როგორც შსს- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს.

თანხა

საზოგადოება 1714575591

20-ათასზე მეტი მოქალაქე მომატებულ კომპენსაციას მიიღებს - ვის შეეხება ცვლილება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც.პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

პოლიტიკა 1714552086

ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა.„ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებით, რადგან კბილი გამოგვეცლება ან თვალს ვერ გავახელთ, ძალიან შემცდარან. გავიღიმებით, რადგან საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა პარლამენტში.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი, პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“.

აქცია

სამართალი 1714547903

აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა ექვსი პოლიციელი - შსს

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 63 პირი დააკავეს“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.ამასთან, დარახველიძის ცნობით, გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვსმა თანამშრომელმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.მისივე ცნობით, დაშავებული სამართალდამცველები, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

ალექსანდრე დარახველიძე

პოლიტიკა 1714547005

ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პოლიციელებისთვის დღემდე არსებულ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ:„ჩვენი გეგმა გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და იმ კანონებში, რომლითაც მოქმედებს. ეს არის "შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონი. ასევე, "პოლიციის შესახებ" კანონი, რომელიც გვავალდებულებს რომ თუკი შეკრება-მანიფესტაცია არის მშვიდობიანი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება, მაგრამ როგორც კი გასცდება ეს პროტესტი დასაშვებ ფარგლებს, კერძოდ მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, განხორციელდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, ინდივიდუალური თავდასხმები პირებზე, რა თქმა უნდა პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს. შესაბამისად ეს არის ჩვენი გეგმა, ასე ვმოქმედებთ დიდი ხანია, ასე ვმოქმედებთ ბოლო დღეების განმავლობაში და რა თქმა უნდა ასე გავაგრძელებთ მუშაობას“. 

puli

საზოგადოება 1714074406

20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს - ვის შეეხება ცვლილება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

უკრაინნული ფული

საზოგადოება 1713987349

სიახლე, რომელიც მაისიდან ამოქმედდება და 20 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც.პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.წყარო

შსს

საზოგადოება 1712994021

ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას,"საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით", სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

თანხა

ფინანსები 1712001493

მაისიდან, 20 ათასზე მეტი მოქალაქე მომატებულ კომპენსაციას მიიღებს - ვის შეეხება ცვლილება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ - რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე გათვალისწინებული იქნება ინდექსაციის საკითხი და წოდებებიდან გამომდინარე გაიზრდება კოეფიციენტები.კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იგი მოიცავს ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს.მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია.კანონი 1-ელი მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ.პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ამ ინიციატივას დროული და საჭირო უწოდა."საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. 2006 წლის შემდეგ კომპენსაციის მატება არ ყოფილა. 20 ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2005-2015 წლებში მომუშავე მეხანძრე-მაშველებიც დაემატა ამ სიას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.ცვლილებები ასევე შედის "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

პარლამენტი

პოლიტიკა 1709726523

პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, ზუსტდება კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გავრცელების პირობა და კეთდება კონკრეტული ნორმების ჩამონათვალი თუ ვისზე გავრცელდება იგი.მისივე თქმით, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დღეს არსებული 560- ლარიანი ლიმიტი იზრდება და განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი ჩაითვალოს ნამსახურობის ვადაში.„დაახლოებით 45 მლნ. ლარით გაიზრდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონპროექტის ამოქმედება იგეგმება 2024 წლის 1 მაისიდან“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.დეპუტატებმა 75 ხმით მახრი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.