1737433647
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მამაკაცი დაიღუპა - უცხოეთი
Dailymail-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 57 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც თხილამურებით სრიალებდა.
მამაკაცი თოვლის ქვეშ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ის საკუთარმა მეუღლემ იპოვა. მაშველებსაც სწორედ მეუღლე დაუკავშირდა, რადგან კაცმა დაიგვიანა.
მაშველების განცხადებით, მამაკაცი დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე იყო თოვლში ჩამარხული.