ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ინფექციონისტმა მალვინა ჯავახაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში, დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სტუმრობისას, სეზონურ ვირუსებსა და მათი მართვის გზებზე ისაუბრა.
ექიმი მშობლებს ურჩევს, არ გამოკეტონ ბავშვები სახლში. მისივე თქმით, შტამის გადატანის შემდგომ ორგანიზმში იმუნიტეტი ყალიბდება.
„წლის განმავლობაში, რამდენიმე ახალი ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, ამ სეზონზე, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია, მისი სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით.
ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდე და მის შემდეგ ცირკულირებს. ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და ოჯახის უფროსი წევრები არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. ეს არის გარკვეულწილად, სახადი ინფექცია. ძალიან კარგი, ამ შტამს თუ ერთხელ გადაიტანს, რადგან იმუნიტეტი ყალიბდება ამ ინფექციის გადატანის შემდგომ. ამ ვირუსებს დროთა განმავლობაში ახასიათებს მოდიფიცირება, მოდიფიცირებული ვირუსი ისე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვებს. ამიტომ არ უნდა ჩავკეტოთ, ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც, შეხვდეს, გადაიტანს", - ამბობს ინფექციონისტი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.
ასევე ნახეთ:
მეცნიერები ამბობენ, რომ 2024 წელს რეკორდული სიცხისთვის უნდა მოვემზადოთ - როგორი ზაფხული გვექნება
„გეძლევათ უნიკალური შანსი, დაგეგმოთ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე“ - რა უნდა გააკეთოთ 11 იანვარს