რა თქვა ემანუელ მაკრონმა ხვიჩა კვარაცხელიაზე - საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩემპიონთა პსჟ-ს უმასპინძლა
1748867723
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოლონური „კრაკოვიას“ ქართველი მცველის, ოთარ კაკაბაძის პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოების ნაკლებად ცნობილია. მას ჰყავს მეუღლე, მარიამ ჩავლეიშვილი, რომელიც ფეხბურთელის თამაშებს მუდმივად ესწრება და გულშემატკივრობს.
წყვილმა ერთმანეთი მეგობრების გარემოცვაში გაიცნო და საკონტაქტო ნომრები მალევე გაცვალა.
„ჩემს ყველა თამაშზე დადის, ბავშვივით უხარია ჩვენი გატანილი გოლები... ყოველთვის ჩემს გვერდითაა,“ - ამბობს ფეხბურთელი.
„ოთო, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია... ამით მაბალანსებს. მე ცოტა ემოციური ვარ, ის არის ძალიან მშვიდი, წყნარი... სახლში სულ სიჩუმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაღლილია. ხმას არ ამოიღებს... თავისთვის არის და ვარჯიშისთვის ემზადება.
ძალიან რთულია ოთოს დახასიათება. მასში ძალიან გამიმართლა. მართლა იშვიათად შემხვედრია ასეთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება - სკოლა, უნივერსიტეტი... ყველასგან გამოვარჩევ...“ - ამბობს მარიამ ჩავლეიშვილი.
წყვილს ერთი შვილი, იოანე ჰყავს.
ვრცლად ↓