პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
„მოხდა ის, რაც არავის არ გვინდოდა. სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია საბოლოო ჯამში ეს დიდი ტრაგედია“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს, ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც მე არც მახსენდება ჩემს სიცოცხლეში, სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატრიარქს და ღმერთმა აცხონოს.“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში მეუფე შიომ გააკეთა.
პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588