გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ავსტრიაში ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი ზურა კეკელია დააკავეს.
ვენის სასამართლომ ზურა კეკელიას 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ქართველმა ექიმმა 58 წლის ქალს ბინაში ნიკაპის მოდელირების პროცედურა გაუკეთა, რომელიც მისთვის სავალალო აღმოჩნდა. ქალს მალევე გართულებები დაეწყო, სეფსისი განუვითარდა, საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.
დაზარალებულმა ქალმა მეგობრისგან ე.წ. „კოსმეტიკური წვეულების“ შესახებ შეიტყო, სადაც იაფ და აშკარად უკანონო სილამაზის პროცედურებს სთავაზობდნენ.
ადგილობრივი მედია ავრცელებს ფოტოებს ბინიდან, სადაც ჩანს, რომ პროცედურა ანტისანიტარიის პირობებში ტარდებოდა.
ირკვევა ისიც, რომ ზურა კეკელიას ავსტრიაში მუშაობის ლიცენზიაც არ ჰქონდა.