1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
18 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - ივანე გიგლემიანს მკვლელობას, რატი პაკელიანს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
მოკლული 18 წლის ალეკო შაკიაშვილი ექსპერტიზის ბიუროდან ყვარლის რაიონის, სოფელ გავაზაში უკვე გადაასვენეს.
მედიასთან მოკლული ბიჭის ბიძაშვილი მომხდარის შესახებ საუბრობს.
„რა მოხდა ბარში, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რომ იქ მეგობრებთან ერთად იყო. ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს შემთხვევით გაჰკრა მხარი ალეკომ იმ ადამიანს. ალეკო განზრახ არავის არაფერს დაუშავებდა, ეს გამორიცხულია. იმიტომ არა, რომ ჩემი მამიდაშვილია, განსაკუთრებულად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ერთად გავიზარდეთ. ვოცნებობდით, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ერთად გვეყიდა სახლი და ერთად გვეცხოვრა...“, - ამბობს მარიანა ბასილაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“.