„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სტუმრად გადაცემაში “პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ურთიერთობებზე ისაუბრა:
“მეგობრულ ურთიერთობებს რაც შეეხება, მე რაც შემთხვევია შურის მომენტი, უპატივცემულობა შინაგანად, მაგრამ ამას ადამიანი მალავს. პროფესიიდან გამომდინარეც მქონია, გოგოებთანაც შემთხვევია.
ზოგჯერ პირდაპირ ყოფილა და არც დაუმალავთ. უბრალოდ ეგრევე ვერ ვწყვეტ ურთიერთობას. შეიძლება ჩემიანებისთვის ვერ მოვიცალო ხოლმე და სხვისთვის მოვიცალო.
ამას ყოველთვის მსაყვედურობენ ხოლმე. ასეთი ვარ ცუდი თვისებაა ეგ ვერ ვიტყვი რომ კარგია. ისინი ძალიან ცუდად იყენებენ ხოლმე. ორი ადამიანი ყოფილა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში, რომლებთანაც ურთიერთობა გავწყვიტე.
ვამპირებივით რომ იღებენ ხოლმე ჩემგან ენერგიებს, თავს რომ გაცოდებენ, მერე ხვდები რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს მაინც ცუდად გექცევა, ზემოდან გიყურებს.
ერთი შემთხვევა იყო ასეთი ურთიერთობა როცა გავწყვიტე, მეორე იყო კიდევ თვისებების უამრავი ბუკეტი, რჩევებს არასდროს ითვალისწინებდა. ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი და კარგი ურთიერთობა მაქვს.
თუ ჩემთვის ემოციასთან ყოფილა ქალბატონი, ის რჩება სამუდამოდ, ვინც მყვარებია ახლაც მიყვარს ისევ ისე. შესაძლოა კიდევ უფრო ძვირფასადაც კი, რადგან ჩემი ცხოვრების ნაწილია“, – აღნიშნა როლანდ ოქროპირიძემ.