მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
როგორც კი ტემპერატურა კლებას იწყებს, სეზონური გრიპი ისევ აქტუალური ხდება. ძნელად მოიძებნება ოჯახი, ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ არ ეწვიოს ამა თუ იმ სიმძიმით მიმდინარე “გაციება”.
სეზონური გრიპი დაავადებათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველ წელს, განსაზღვრულ პერიოდში ეჯახება.
გრიპის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე იოლად გავრცელებადი ვირუსია.
სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, თუმცა, ყველა სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, გრიპის ვაქცინა სეზონურია, მისი გაკეთება ყოველ წელს არის საჭირო, ამის მიზეზი კი გრიპის ვირუსის ყოველწლიური გენეტიკური ცვალებადობაა.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ექიმ- ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განმარტა, ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინაცია:
„მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს: ასაკოვნებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონდე პირებს, მცირეწლოვან ბავშვებს (ორწლამდე) ამათთვის არის შედარებით მაღალი რისკი და აუცილებელია ვირუსების გააქტიურებამდე ვაქცინაცია, რადგან ვაქცინა რისკებს ამცირებს“,- აღნიშნავს გოგინავა.