ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
კაცი, რომელსაც წითელ ხალიჩამდე ჰოლივუდის ვარსკვლავები მიჰყავს - ეს ნიკოლოზ იმედაძეა.
ნიკოლოზი 30 წელია უკვე ამერიკაში, ემიგრაციაში იმყოფება. ლიმუზინის მართვა კი 4 წელია რაც დაიწყო.
მას სხვადასხვა ცერემონიაზე მიუყვანია ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, ბრედ პიტი, მარტინ სკორსეზე და სხვები.
„პირველი ოსკარი ვინც მოიგო ჩემი მგზავრი ეს იყო პენელოპა კრუზი. ჩვენ მაშინ აკრძალული გვქონდა სურათების გადაღება. ეცვა ძალიან ლამაზი კაბა. ნერვიულობდა, რომ კაბა არ დაკუჭულიყო. სიტუაიის შეცვლა მინდოდა და მე ვუთხარი გული მიგრძნობს უნდა მოიგო რაღაც-თქო და მართლაც მოიგო“,- ამბობს ნიკოლოზ იმედაძე.
ასევე ნახეთ: როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები „ოსკარი 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე