გოგა მანიამ დაასახელა ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმატება ელის
1756322834
კუნძულ კეფალონიაზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ყოველ მარიამობას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული - ხატის თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან. ხატს "გველის ღვთისმშობელს" უწოდებენ, გველებს - "ღვთისმშობლის გველებს". სასწაულია, სხვა რა არის, კლდიდან გამოდიან გველები, შედიან ტაძარში და იქ დაბრძანებულ ღვთისმშობლის ხატებზე განლაგდებიან.
ორი სოფელია, სადაც ეს სასწაული ფიქსირდება – არჯინია და მარკო პულოსი. სოფელ არჯინიაში მდებარე ისტორიულ ტაძარში დაახლოებით მე-14 – მე-15 საუკუნეში დაიწყო ეს ყველაფერი.
მთაზე მდებარე ტაძარში იყო დედათა მონასტერი, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ესხმოდნენ მეკობრეები. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, როგორც ლეგენდა გვიყვება, მეკობრეებმა ალყა შემოარტყეს მონასტერს. დედებმა დახმარება ღვთისმშობელს სთხოვეს, რომელმაც ისმინა თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია.
ლეგენდის მიხედვით, დედები გველების სახით გამოდიან ტაძარში და ეს ყოველ მარიამობას ხდება. როგორც იქ ამბობენ, ეს გველები სხვა დროს არსად არ ფიქსირდებიან. სწორედ 28 აგვისტოს გამოდიან და ერთი კვირის შემდეგ უკან კლდეში ბრუნდებიან, მთელი წლის განმავლობაში კი მათი ნახვა თითქმის შეუძლებელია. ერთი კვირის განმავლობაში ეს გველები არიან საოცრად მშვიდნი და კეთილგანწყობილნი. ამ გველებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ასევე მათი სხეულის სითბო;
ამ პატარა სოფელში ყოველ ღვთისმშობლობაზე ათეულობით ათასი ადამიანი ჩადის. თავდაპირველად ტაძარი კლდეზე იყო მიდგმული, კლდის გარშემო იყო გაშენებული მონასტერიც, ახლა ასე აღარ არის, ტაძარი დაინგრა და დაახლოებით 50 მეტრში ახალი ღვთისმშობლის ტაძარი ააშენეს.