VIDEO: „სიყვარულს სწავლა უნდა...“ - რას ჰყვება ზურა მხეიძე

ზურა მხეიძე

ფსიქოლოგიის ექსპერტი და ლექტორი ზურა მხეიძე სტუმრად გადაცემაში „ ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულზე ისაუბრა:

„სანამ სასიყვარულო ურთიერთობებია, ერთმანეთზე ფიქრობენ რა ესიამოვნებათ. შეცდომებს უშვებენ თუ არ უშვებენ ეგ სხვა საკითხია. როდესაც ერთ სივრცეში აღმოჩნდებიან, არ ფიქრობენ იმაზე, რომ არაფერი არ არსებობს უფასოდ. სითბო, რომ გქონდეს ენერგია სჭირდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება დახარჯვა და შრომა. დიდი ნაწილი გადადის ასე, რომ თუ სახლში სასმელი და საჭმელია ყველაფერი კარგად არის. ძირითადად კაცებს ახასიათებს ეს. რომ მოდიან სახლში არ ფიქრობენ, რომ ოჯახს სითბო და ყურადღება სჭირდება. ჩემთან რომ მოდიან, ვეკითხები ბოლოს ერთად როდის იყავით?

ჩნდება ორ წუთიანი პაუზა. ვერ იხსენებენ, მერე გახსენება ასე ხდება, თითქმის ყველა ასეა, რომ აქ რომ ვიყავით იქ რომ ვიყავით. ამათ ჰგონიათ რომ მოგზაურობებია მნიშვნელოვანი. მთავარი მოგზაურობა კი არა, ის არის რამდენად ხშირად ატარებთ დროს ერთად სახლში. აუცილებელი არ არის დაელოდო, მოვა და სადღაც წახვალთ. ეს სიყვარული არ არის. უნდა ფიქრობდე სულ მასზე, რომ კარგად არის. სიყვარულს სწავლა უნდა“, - ჰყვება ზურა მხეიძე.