VIDEO: „როგორც ვიცი, სახლის კართან მიპოვეს...“ - გაშვილებულმა გოგომ ბიოლოგიური მშობლები იპოვა

ელენე

1991 წელს დაბადებულმა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც გუშინ საკუთარი ისტორია გაასაჯაროვა, დღეს მშობლები იპოვა. ინფორმაცია ჯგუფში „ვეძებ“ გავრცელდა.

ელენე წერდა, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, სახლის კართან იპოვეს.

„როგორც ვიცი, დედამ წამომიყვანა რუსთავი-მარნეულის ტერიტორიიდან. სხეულზე მაქვს ნიშანი დაბადებიდან, დედა სულ მეუბნებოდა, რომ დაიკარგო, ამ ნიშნით ყველგან გიპოვიო,“ - დაწერა ახალგაზრდა ქალმა გუშინ და ვიდეოც გამოაქვეყნა.

ვრცლად ⇓

ჯგუფის დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ დაწერა:

„ვიპოვეთ ხალხო !!! ვიდეოს დადებიდან მეორე დღეს ვიპოვეთ. ელენეს ბიოლოგიური ოჯახის წევრებიც ეძებდნენ, იცოდნენ სადაც ცხოვრობდა, მაგრამ არ იცოდნენ ელენეც რომ ეძებდა და სანახავად ვერ მიდიოდნენ. გაირკვა, რომ აღმზრდელი მამა ბიოლოგიური არ არის და აბსოლუტურად სხვა ისტორიაა. დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით დავწერთ“.