VIDEO: რა საიდუმლო დევს სიტყვაში თბილისი? - ელდინო საღარაძის საინტერესო ინტერპრეტაცია

თბილისი

5-6 ოქტომბერს თბილისობა აღინიშნება. ტრადიციად ქცეული დღესასწაულისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. რიგითი მოქალაქეები, მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები ყველა განსაკუთრებული განწყობით აღნიშნავს ამ დღეს.

ქალაქის ქუჩებში გამოფენილი, სოფლებიდან ჩამოტანილი ნატურალური ნობათით თავს იწონებენ გლეხები და სოფლის ნობათით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან სახლებში.

საზეიმოდ მორთულ ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოდის და ზეიმობს თბილისობას. ეწყობა კონცერტი. გამოფენა გაყიდვა და სხვადასხვა ღონისძიებები.

თბილისობასთან დაკავშირებით, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დღეს ყველასთვის საყვარელი  სტუმრები მოიწვიეს, რომლებმაც თბილისური ისტორიები გაიხსენეს.

გადაცემაში ელდინო საღარაძემ სიტყვა თბილისის შესახებ საინტერესო ინტერპრეტაციაც შემოგვთავაზა: