“დიდ ორშაბათს მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა” - მეტეოროლოგი
1745209006
ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია. ქართული ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებელს, საქართველოს სახალხო არტისტს 83 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“ ჩვეული რეპეტიციის ნაცვლად, მრავალი ჯილდოს მფლობელ, ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ ფრიდონ სულაბერიძეს მოცეკვავეებმა და მომღერლებმა სიურპრიზი მოუწყვეს – დაბადების დღე მრავალჟამიერით, ცეკვით, ფოიერვერკებით, საიუბილეო ტორტით და კეთილი სურვილებით მიულოცეს.