VIDEO: „ეს ვირუსი ახალი არ არის...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია, როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან

არუნ ხათრი

გასულ კვირას, ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც, ზოგიერთ რეგიონში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ჯანმოს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება.

HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით, მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში ბოლო ოთხი კვირაა, მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

HMPV-ი ვირუსთან დაკავშირებით, ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი ვიდეო რეკომენდაციას ავრცელებს.

ვრცლად ↓