კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.
„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.
ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ..
ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი.