გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ მოგზაური სოსო ნებიერიძე ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდის შესახებ საუბრობს, როცა მამა დაკარგა და ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
„ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა მამა დაიღუპა. ეგეთი რამ, ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძნია. 2 წლის წინ მოხდა... ყველზე დიდი კატასტროფა ის იყო, რომ მაგ დროს, ბალიზე ვიყავი. იმხელა შოკი იყო, არ ვიცი... აქ არ ხარ, ვერ დაემშვიდობე... ამან ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო... ვიცოდი, ოჯახის წევრს რომ კარგავ, გადმოცემა ძალიან რთულია, მაგრამ როცა რეალურად შენს ცხოვრებაში დგება, საშინელებაა, დრო არ შველის. ხომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, შანსი არაა, ვერ განკურნავს. არის სიცარიელე, მონატრება, რომელსაც ვერ უშველის ვერაფერი... როცა ვწვები, ძალიან ხშირად მახსენდება. ის, რაც მანამდე იყავი, ვეღარასდროს იქნები. მერე გავაანალიზე, თურმე რამდენს ნიშნავდა და რამდენი ყურადღება უნდა მიმექცია... თურმე, ხშირად უნდა დამერეკა. ბევრ რამეში ვადანაშაულებ დღემდე თავს. იქ რომ არ ვიყავი, ეგეც ძალიან დიდი სტრესია და ძლივს გადავიტანე.
წლები იყო ხოლმე ცუდად, მერე გამოკეთდებოდა... მერე ასე უცაბედად მოხდა, დიდი სტრესი იყო. მერე მთელი სიმძიმე გაწვება მხრებზე. რომ მინდა, რაღაც ვიღაცას ვკითხო, ვერავის ვეკითხები, მე უნდა გადავწყვიტო, რადგან ვისაც ვეკითხებოდი, აღარ მყავს, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვაცნობიერებ, რომ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული. ვერც დედა გიშველის, ვერც ცოლი, ვერც შვილი, ვერც ძმა... მამაჩემი ჩემი ავტორიტეტი იყო“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.