რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.
კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა.
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ტარიელ ხარხელაურის ლექსი, რომელიც 2023 წლის 5 აგვისტოსაა დაწერილი.
„ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,
მთვარე ეღვრება ციდან იელებს,
ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება,
ეს შემზარავი სიცარიელე.
კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,
ცაო, როგორ მღლი შენი უფლობით,
წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე,
და მე და ქარი ვჭირისუფლობდით…“
ასევე ნახეთ:
“მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნით აწერია ალინა…” - რას წერენ ზაზა მესხზე