ვის გაეზრდება ხელფასი 2025 წლიდან
1731871636
კარვები თბილისის ცენტრში და სამარშრუტო ტაქსებით ჩახერგილი ჭავჭავაძის გამზირი. ვაკე რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ დრომდე პარალიზებულია.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა მხარდამჭერების მცირე ჯგუფთან ერთად ღამე ჭავჭავაძეზე, ნაწილმა კი კარვებში გაათიეს. პროტესტი საღამოს 8 საათისთვის დაიწყო, როცა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძის და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ს მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს. კარვებთან ერთად, ადგილზე მიიტანეს პლედები, სალაშქრო პარალონები და საძილე ტომრებიც. მოგვიანებით მათ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.