“უპირობო ლიდერი, ხალხის უპირობო სიყვარულით”- როგორ ეხმაურებიან თედო ბექაურის “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებას

ბექა

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონი მსახიობმა თედო ბექაურმა მოიგო. გრანდიოზული ფინალი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხილა.

მეთორმეტე სეზონზე ერთმანეთს კონკურენციას 9 წყვილი უწევდა.

გამარჯვებულს მთავარი პრიზი - ბინა ბაკურიანში ერგო.

მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. 

"ემოციები. ღირსეული გამარჯვება.
ბავშვობაში ფილმში მონაწილეობ, სადაც მთავარი გმირი ხარ და ფილმი სხვადასხვა ნომინაციებშია გამარჯვებული და ამხელა ისტორია აქვს. ჩერტკოევის არ იყოს სირცხვილია, როდესაც ის მსახიობი არ არის და თედო ამბობს  ოცნებაა, სურვილია  მსახიობი ვიყოო და სხვებმა სხვადასხვა როლი მოირგეს  ყველა მსახიობი, მომღერალი, წამყვანი გახდა...დავაფასოთ ერთმანეთი."

"უპირობო ლიდერი ხალხის უპირობო სიყვარულით.ეს შეუძლია მის კეთილ გულს. თედო ბექაური p.s.ქართული ცეკვა ყველაზე მეტად გიხდება",-წერენ სოცქსელში.