უმძიმეს ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა - ცნობილია დაღუპულების ვინაობა

ავარია

თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი მოცურდა და ავტომობილს დაეჯახა. 

დაღუპულია ერთი ოჯახის 4 წევრი. 

გარდაცვლილები არიან რომან ოსიტაშვილი, მისი ორი ვაჟი დავითი და ნიკა, ასევე რომან ოსიტაშვილის ქვისლი დავით ჭუაძე

„არ ვიცი რა ვთქვა საშინელი დღე გათენდა ერთი ოჯახის 4 წევრი უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენთვის სიტყვები უძლურია განადგურებულები ვართ...“, - წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.