ულამაზესი ოჯახი, შვილები და მეუღლე, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარია - 26 წლის ჩემპიონის ოჯახური იდილია

ტატო

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ქართველი გულშემატკივრისთვის მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი უპირატესობა, ფინალში ტურნირის მასპინძელი, აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.

ტატოს ბაქოს ტატამიზე ტრიუმფს განსაკუთრებული ემოცია შესძინა მისმა ოჯახმა, რომელიც დარბაზიდან აქტიურად გულშემატკივრობდა. 

ტატო გრიგალიშვილის მეუღლე თაკო გოგოლაძეა. წყვილს 2 შვილი, ემანუელი და ალექსანდრა ჰყავს.

ტატომ და თაკომ 2020 წელს იქორწინეს. მათი ჯვრისწერის კადრები თაკომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

,, გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა, უცებ დავიწერე ჯვარი ადიდასის სპორტულებში. 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა" - წერდა თაკო.

დაათვალიერეთ ჩემპიონის ფოტოები: 

✕