„უიმედო ადამიანი, შენც უიმედოს გაგხდის და ზოგჯერ ხელსაც ჩაგაქნევინებს კარგი საქმის კეთებაზე“ - მამა ანდრია

მამა ანდრია

მამა ანდრია, საზოგადოებას ხშირად საინტერესო რეკომენდაციებით მიმართავს, ამჯერად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარი გეგმები არ უნდა გავუზიაროთ ყველას.

„არ არის აუცილებელი შენს ცხოვრებაზე ყველამ ყველაფერი იცოდეს. როდესაც მიაღწევ, მერე შეგიძლია გაუზიარო. რაოდენ ახლობელიც არ უნდა იყოს, მშობელზე და და-ძმაზე არ მაქვს საუბარი, შურის მომენტი სადღაც გაიელვებს.
შეიძლება გითხრას, რომ შენთვის კარგი მინდა, მაგრამ სადღაც ყოველთვის წამოსცდებათ,

„მე რატომ არ მაქვს, მე რატომ არ გამომდის“. ეს არ არის პირდაპირი შური, მაგრამ იცოდე, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

შეიძლება არც უნდა ხელის შეშლა. მაგრამ შეიძლება გითხრას „ეს რად გინდა“ და სიტყვიერად მაინც შეგიშალოს ხელი. რომ დაასრულებ, მიაღწევ და ფაქტის წინაშე დადგება, იქ ვერაფერს გეტყვის. უიმედო ადამიანი, შენც უიმედოს გაგხდის და ზოგჯერ ხელსაც ჩაგაქნევინებს კარგი საქმის კეთებაზე. ერიდე, არ გააზიარო“, –ამბობს მამა ანდრია.