რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 29 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა ძლიერი ნალექი და სეტყვაც აღინიშნოს.
30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში კვლავ წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგან ძლიერი ნალექით. აღმოსავლეთ საქართველოში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლებელია სეტყვა.
1 ოქტომბერს ამინდი კვლავ არამდგრადი დარჩება - ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდი პერიოდულად შენარჩუნდება, ტემპერატურაც ეტაპობრივად დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2-4 ოქტომბერს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, ხოლო კვირის ბოლოს უფრო გრილი ამინდი დამყარდება. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.