ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქცია გაცდა შეკრება- მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი.
„აქციის მონაწილეები არღვევენ წესებს. პარლამენტისკენ ისროლეს პიროტექნიკა. დააზიანეს სამუშაო ოთახის ფანჯრები, პარლამენტში გაჩნდა ხანძარი რომელიც ლიკვიდირებულია. ცდილობენ ეზოში შეჭრას, დღეს დამწვრობა მიიღო ერთმა სამართალდამცველმა. თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია გრძელდება. ადგილზე მობილიზებული არიან სპეცრაზმი, სამართალდამცველები, ასევე ტერიტორიაზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.