ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტას ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა - არის მსხვერპლი

თავდასხმა

ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტას ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა.

პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად სავარაუდო თავდამსხმელი და პოლიციელი დაიღუპნენ.

უნივერსიტეტმა სტუდენტებს გამაფრთხილებელი შეტყობინებები გაუგზავნა, რომ გაიქცნენ, დაიმალონ, იბრძოლონ, ან თავი აარიდონ მიმდებარე ტერიტორიას.

ადგილზე პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.