,,წვიმა და ქარი” - დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

წვიმიანი ამინდი

 17 ოქტომბერს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +16 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13.

ბათუმშიც წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმიანი დღეა. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +14 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში წვიმიანი ამინიდა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.