თსუ-ს უმაღლესი შეფასებით, სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო“, - აცხადებენ თსუ-ში.