თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც

ნკ

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც. აქტიურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.

ადგილი ცოტა ხნის წინ დატოვეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა. ტერიტორიიდან გასულია წყლის ჭავლის მანქანები. ასევე, ევაკუატორებით გაიყვანეს ის მანქანებიც, რომლებსაც აქციის მონაწილეები გზის ჩასაკეტად იყენებდნენ.