1739342153
ცნობილია, როდის აღდგება გაზმომარაგება სრულად
![გაზი გაზი](https://primetime.ge/uploads/files/2023/12/08/73793/gazi_w_h.jpeg)
"თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს:
ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება განახლდება ხვალ, დილის 8 საათიდან და სრულად აღდგება ვაკეში 15:00, ხოლო საბურთალოზე 22:00 საათამდე.📍 ამ დროისთვის სრულად ჩართულია დიდუბე-დიღომი. 📍 ვაკის რაიონის უდიდესი ნაწილი.📍 საბურთალო-ნუცუბიძეზე 57096 აბონენტს აღუდგა ბუნებრივი გაზის მიწოდება.❌ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გვიან ღამე ბუნებრივი გაზის ჩართვა ქსელში არ შეიძლება. თბილისი ენერჯი გიხდით ბოდიშს შექმნილი უდიდესი დისკომფორტის გამო. ❗გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები და გაზის ცენტრალური ონკანები ღია მდგომარეობაში. ეს დაგვეხმარება გაზმომარაგების დროულად აღდგენაში.