ცნობილია, რა გახდა საქართველოში ტაილანდელი მოგზაურის გარდაცვალების მიზეზი

ფოტო

„აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში ტაილანდელი მოგზაური გულის უკმარისობით დაიღუპა“ - ინფორმაციას ამის შესახებ ტაილანდური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტიზამ გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობაზე მიუთითა, თუმცა ჯერ კვლავ არ არის გამორიცხული ტოქსიკური ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება.

შეგახსენებთ, რომ29 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ტაილანდელი ტურისტი, ცნობილი ვლოგერი გარდაცვლილი იპოვეს.