„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ბლოგერი და მოდელი კრისტინა რეი რუსეთის ქალაქ სოჭში გარდაცვლილი იპოვეს. ის ერთი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
35 წლის მოდელის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვეს.
კრისტინა რეი 10 წლის წინ, დიდი ტუჩების წყალობით გახდა ცნობილი. ტუჩების მოდიფიკაციის წყალობით, ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ამისთვის მას ტუჩებში 100 ინიექციის გაკეთება მოუწია.
2019 წლის მაისში, რეიმ გამოაცხადა, რომ ტუჩებიდან ინიექცია ამოიტუმბა და ბუნებრივ ზომებს დაუბრუნა. მისი განცხადებით, სხეულის მოდიფიცირება თვითრეკლამირებისთვის სჭირდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მას ეს არ სიამოვნებდა.