ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე გელა ქირია.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის ბატონი გელა ქირიას გარდაცვალების გამო.
ბატონი გელა მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით, ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო კოლეგა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი.
მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.
ვუსამძიმრებთ ბატონი გელა ქირიას ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185