ევროკავშირმა უკრაინისთვის 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

უკრაინა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 3 მილიარდ 200 მილიონი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ბრიუსელიდან მორიგ ტრანშს კიევი დახმარების მექანიზმის ფარგლებში შემცირებული ოდენობით მიიღებს, რადგან ქვეყანამ არ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული რამდენიმე პირობა.

2024-2027 წლებში ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავს. კიევმა უკვე მიიღო 6 მილიარდი ევრო.