ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენარალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული
1749903818
ხაშურიდან, თბილისში სავარაუდოდ ინტოქსიკაციით გადმოყვანილი ქალი გონს მოვიდა.
ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
ქალს გუშინ საღამოს ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ხაშურში, მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი ნახა, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.
შემთხვევას ლუგარის ლაბორატორია იკვლევს.